Zaza Khechinashvili

P–P გრაფიკი

P-P plot, Probability–Probability Plot

გრაფიკი, რომელიც გამოიყენება შერჩევის ნორმალურობის შესამოწმებლად.

α-დონე

α-Level

სტატისტიკური ჰიპოთეზის შემოწმებისას პირველი გვარის შეცდომის დაშვების ალბათობა ანუ ალბათობა იმისა, რომ უარვყოფთ ნულოვან ჰიპოთეზას (H0)  მაშინ, როცა ის სინამდვილეში სამართლიანია.

ალბათობა

Probability

რიცხვი, რომელიც წარმოადგენს შემთხვევითი მოვლენის, ხდომილობის განხორციელების შესაძლებლობის რაოდენობრივ ზომას.

ალბათობის კლასიკური განმარტება

Classical Definition of Probability

ხდომილობის ალბათობა არის რიცხვი, რომელიც გამოხატავს ხდომილობის განხორციელების შესაძლებლობას. თუ ცდას აქვს ერთნაირად მოსალოდნელი, ტოლშესაძლო შედეგთა სასრული რაოდენობა, მაშინ ხდომილობის ალბათობა ტოლია მისი ხელშემწყობი შედეგების რაოდენობის შეფარდებისა ყველა შესაძლო შედეგთა რაოდენობასთან.

არაპარამეტრული ორამოკრეფიანი ამოცანები

Nonparametric Two Sample Problems

რაიმე ნიშნის (ცვლადის) მიხედვით ორი პოპულაციის შედარების ამოცანები, როცა ამ ნიშნის განაწილება პოპულაციებში არაა ნორმალური.  

არითმეტიკული საშუალო

Arithmetic Mean

არის დაკვირვებულ მნიშვნელობათა (მონაცემთა) ჯამი შეფარდებული დაკვირვებათა რაოდენობასთან. არითმეტიკული საშუალო აღინიშნება x¯- ით და გამოითვლება ფორმულით.

ბაიესის ფორმულა

Bayes Formula

ბაიესის ფორმულა გვაძლევს საშუალებას ვიპოვოთ Hi ჰიპოთეზის ალბათობა თუ ვიცით, რომ განხორციელდა ხდომილობა.

ბისერიული კორელაცია. წერტილოვანი ბისერიული კორელაცია

Biserial and Point-biserial Correlation

გამოიყენება ორ ცვლადს შორის კავშირის დასადგენად, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ- ერთი ცვლადი არის დიხოტომური (კატეგორიული ცვლადი

ბოქსპლოტი

Boxplot

მონაცემთა გრაფიკული დახასიათება პირველი, მეორე (მედიანა), მესამე კვარტილების (Q1,x~,Q3 ) და კვარტილთშორისი გაბნევის დიაპაზონის (IQR) მეშვეობით, რომელიც საშუალებას იძლევა გამოიკვეთოს მონაცემთა განლაგების ცენტრი, გაფანტულობა, გავრცობა, სიმეტრიულობიდან გადახრის ბუნება, „ამოვარდნილი“ (ექსტრემალური) დაკვირვებების იდენტიფიკაცია.

გაბნევის დიაგრამა

Scatter Diagram

სიბრტყეზე კოორდინატთა მართკუთხა სისტემაში მონიშნული წერტილები კოორდინატებით (xi,yi), i=1,2,...,n. აქ xi რაიმე ერთი ცვლადის მონაცემებია, ხოლო yi - მეორესი.

გაბნევის დიაპაზონი

Range

მონაცემთა გაფანტულობის ერთ-ერთი უმარტივესი რიცხვითი მახასიათებელი, წარმოადგენს სხვაობას შერჩევის მაქსიმალურ (უდიდეს) და მინიმალურ (უმცირეს) წევრებს შორის.

გადანაცვლება

Permutation

ხდომილობის ალბათობის გამოთვლისას ხშირად საჭირო ხდება  კომბინატორული ანალიზის მეთოდების გამოყენება.

დაკვირვებები

Observations

ფიზიკური გაზომვის შედეგი (მაგალითად, წონის ან სიმაღლის), პასუხი კითხვაზე (კი ან არა), რაიმე ნიშნის მიხედვით კლასიფიკაციის შედე

დამატებითი ცვლადები

Extraneous Variables

ექსპერიმენტში მონაწილე დამოუკიდებელი ცვლადებისაგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ცვლადი, რომელმაც ცდაში შეიძლება გავლენა იქონიოს დამოკიდებულ ცვლადზე.

დეცილი

Decile

10-ის ჯერად პროცენტილებს დეცილები ეწოდება. მაგალითად, პირველი დეცილია 10 პროცენტილი, მეორე დეცილია 20 პროცენტილი და ა.შ. მე-9 დეცილია 90 პროცენტილი.

დისკრეტული მონაცემები

Discrete Data

დისკრეტული ცვლადის გაზომვის შედეგად მიღებული მონაცემები ანუ ისეთი ცვლადისა, რომელიც ღებულობს მხოლოდ ცალკეულ იზოლირებულ მნიშვნე

დისპერსიული ანალიზი

Analysis of Variance, ANOVA

მეთოდი, რომელიც გვაძლევს რამოდენიმე  (2-ზე მეტი) პოპულაციის საშუალოს შედარების საშუალებას.  თუ გვაქვს ორზე მეტი შერჩევა და გვი

ეკვივალენტური ჯგუფები

Equivalent Groups

ცდის პირთა ჯგუფები, რომლებიც, სავარაუდოდ, არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან რაიმე მუდვივი მახასიათებლით ექსპერიმენტის ჩატარებამდ

ერთფაქტორიანი მრავალდონიანი სქემა

One–factor Multilevel Design

ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როცა იკვლევენ რაიმე ნიშნის ცვალებადობას (დამოკიდებელი ცვლადი) გამოწვეულს რაღაც ფაქტორის (დამოუკიდებელი ცვლადი) გრადაციის (დონეების) გავლენით.

ეფექტის ზომა

Effect Size

დამოუკიდებელი ცვლადის ეფექტის დაკვირვებული ობიექტური და ხშირად სტანდარტიზებული სიდიდე, რომელიც გამოითვლება ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ.

ეფექტის სიძლიერე

Strength of Effect, Eta Squared

ჰიპოთეზის შემოწმებამ შეიძლება გვიჩვენოს, რომ დამოუკიდებელ ცვლადს (ცვლადებს) გავლენა აქვს დამოკიდებულ ცვლადზე, თუმცა არ გვიჩვენებს ამ გავლენის ეფექტის სიძლიერეს.

Pages