დაწყვილებული მონაცემები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Paired Data

მიიღება ინდივიდების რაიმე მახასიათებელზე ორჯერ დაკვირვების შედეგად.

მაგალითი 1: ფარმაცევტულ კომპანიაში შეიმუშავეს ახალი საძილე საშუალება და უნდა შეისწავლონ მისი ეფექტურობა. ირჩევენ ინდივიდს ცდისათვის, რომელიც მიმდინარეობს ორი ღამის განმავლობაში. ერთ ღამეს სუბიექტს აძლევენ წამალს, მეორე ღამეს პლაცებოს (აბს, რომელიც გარეგნულად ძილის წამლის იდენტურია, ოღონდ, არ შეიცავს წამალს). ამ შემთხვევაში, დაწყვილებულ მონაცემებს წარმოადგენენ ნთითოეული სუბიექტის პირველ და მეორე ღამეს ძილის ხანგრძლივობათა წყვილები.

მაგალითი 2: გვაქვს ორი პოპულაცია. პირველი პოპულაციიდან შერჩეულ იყო ველი ობიექტისათვის (ან ინდივიდისათვის) შეირჩევა მისი წყვილი („ტყუპისცალი“) მეორე პოპულაციიდან. მაგალითად, ახალი წამლის ეფექტურობის შესწავლის ალტერნატიული გზაა ყოველ პაციენტს სკონტროლო ჯგუფიდან, რომლებსაც უტარდებათ კონსერვატული მკურნალობა, გააჩნდეს პარტნიორი ექსპერიმენტული  ჯგუფიდან (რომელსაც მკურნალობა უტარდება ახალიმედიკამენტით). „ტყუპისცალი“ შეირჩევა იმავე სქესის, მოღვაწეობის მსგავსი სფეროდან, იდენტური ოჯახური გარემოთი, ავადმყოფობის ისტორიით, წონით, ასაკით, სიმაღლით და სხვა ფიზიოლოგიური მახასიათებლით,  როგორითაც თვითონ პაციენტია. „ ტყუპისცალის“ ამგვარი შერჩევა ხდება იმ მოსაზრებით, რომ მკურნალობის ეფექტის განსხვავება წყვილებს შორის მიეწეროს მკურნალობის მეთოდებს და არა სხვა რაიმე ფაქტორს.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: