პროექტის შესახებ

განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში შეიქმნა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ პროექტის "განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში: ფსიქოლოგია, გენდერი, გამოყენებითი სტატისტიკა, საჯრო პოლიტიკა და მართვა" ფარგლებში. პროექტი განხორციელდა 2014-2016 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. პროექტის შედეგად შემუშავდა ონლაინ ლექსიკონი და ლექსიკონის დესკტოპ-აპლიკაცია. 

ონლაინ ლექსიკონი-ცნობარი და მისი დეკსტოპ-აპლიკაცია ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის: სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, მთარგმნელებისთვის, სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

ამ ეტაპზე ლექსიკონი მოიცავს 1203 ტერმინს, აქედან 500 ტერმინი არის ფსიქოლოგიის დარგში, 300 ტერმინი - გენდერსა და ფემინისტურ თეორიებში, 201 ტერმინი - საჯარო პოლიტიკასა და საჯარო მმართველობაში, და 202 ტერმინი - გამოყენებით სტატისტიკაში. 

პროექტზე მუშაობდნენ ცენტრის თანამშრომლები და სამიზნე მეცნიერებების სპეციალისტები. იდეის ავტორი - გიორგი ხელაშვილი.

ადმინისტრაციული გუნდი:

მანანა (მაკო) მიქაბერიძე, პროექტის მენეჯერი (2014)

დიანა ლეჟავა, პროექტის მენეჯერი (2015-16)

ანი გერგედავა, პროექტის ტექნიკური კოორდინატორი

ქეთევან გიკაშვილი, ფინანსური მენეჯერი

ზაზა ზაალიშვილი, პროგრამისტი

სამეცნიერო რედაქტორები:

ნანი მაჭარაშვილი (საჯარო პოლიტიკა და საჯარო მმართველობა)

თამარ ცხადაძე (გენდერი და ფემინისტური თეორია)

მარინე ჩიტაშვილი (ფსიქოლოგია)

დალი ფარჯანაძე (ფსიქოლოგია)

ზაზა ხეჩინაშვილი (სტატისტიკა)

ენობრივი რედაქტორები:

ლიკა კაჭარავა

ლალი ქადაგიძე

ავტორები:

ტერმინების შემუშავებაზე მუშაობდა 21 ადამიანისგან შემდგარი გუნდი. სრული სიის სანახავათ იხილეთ ავტორთა გვერდი