ზოგადი წესები:
ლექსიკონის ტერმინების გამოყენებას/ციტირებას არეგულირებს წინამდებარე მოხმარების წესები.
თქვენს მიერ ელექტრონული ლექსიკონის ვებგვერდზე შესვლა და ამ ვებგვერდზე ან მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ ეთანხმებით ამ მოხმარების წესებით დადგენილი პირობების შესრულებას.
ელექტრონული ლექსიკონის მოხმარების წესი შესაძლოა შეიცვალოს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის გადაწყვეტილებით. მოხმარების განახლებული წესი დაუყონებლივ განთავსდება ლექსიკონის ვებგვერდზე.
კითხვების ან შენიშვნების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის მეშვეობით: contact@css.ge
ციტირების წესი:
გთხოვთ, ლექსიკონის ტერმინების ციტირებისას სრულად დაიცვათ შემდეგი ციტირების წესი:
ავტორის გვარი, სახელის ინიციალი. (წელი). ტერმინი. ლექსიკონის სახელი. გამოცემის ადგილი: გამომცემელი. მოძიებულია xx.xx.xxxx, ბმული.
მაგალითი: ხეჩუაშვილი, ლ. (2016). ატრიბუციის თეორია. ელექტრონული ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. მოძიებულია 11.04.2016, http://dictionary.css.ge/content/attribution-theory.
ინტელექტუალური საკუთრება:
ელექტრონული ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში, ასევე მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური ინფრასტრუქტურა, წარმოადგენს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ინტელექტუალურ საკუთრებას.
ვებგვერდის გამოყენების წესები:
ვებგვერდის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებისას თქვენ თანხობას აცხადებთ, რომ:
- არ გამოიყენებთ ვებგვერდს ან მასზე განთავსებულ ინფორმაციას ზემოთაღნიშნული წესების დარღვევით;
- ვებგვერდზე მოცემული ტერმინის ციტირებისას დაიცავთ ლექსიკონის ციტირების წესებს;
- არ ატვირთავთ, განათავსებთ ან გაავრცელებთ ნებისმიერი სახის მასალას აღნიშნული ვებგვერდის საშუალებით, რომელიც არის მცდარი, შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი ან კანონსაწინააღმდეგო;
- არ შეეცდებით შეცვალოთ ან დააკოპიროთ ვებგვერდის სკრიპტი, გამოიყენოთ ვებგვერდი ვირუსების ან სხვა მავნე კომპონენტების გავრცელების მიზნით;
- არ შეცვლით, წაშლით ან განათავსებთ ვებგვერდზე რაიმე ტიპის მასალას, რომელიც არ წარმოადგენს ვებგვერდის ნაწილს.
ვებგვერდის გამოყენების წესები წარმოადგენს ელექტრონული ლექსიკონი-ცნობარის დესკტოპ-აპლიკაციის წესებსაც. დაუშვებელია ვებგვერდის ან დესკტოპ-აპლიკაციის მასალის წესების დარღვევით გამოყენება. ეს ვებგვერდი და მისი მოხმარების წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად.