სიბრტყეზე კოორდინატთა მართკუთხა სისტემაში მონიშნული წერტილები კოორდინატებით . აქ რაიმე ერთი ცვლადის მონაცემებია, ხოლო - მეორესი. გაბნევის დიაგრამას აგებენ ორ მახასიათებელს შორის კავშირის შესწავლის მიზნით. მაგალითად, არის თუ არა კავშირი ადამიანის ლიდერობის უნარსა და შფოთვის მაჩვენებელს შორის. ვთქვათ, ორივე მახასიათებლისათვის 10 ცდის პირისთვის ჩატარებულ ტესტირებაში მიღებულია შემდეგი ქულები
ლიდერობის უნარი: 24, 17, 27, 10, 11, 20, 24, 25, 7, 10.
შფოთვის მაჩვენებელი: 33, 20, 10, 37, 35, 20, 39, 10, 16, 25.
ეს გაბნევის დიაგრამა გვიჩვენებს, რომ ამ ორ ცვლადს შორის კავშირი არაა. რადგანაც კორელაციის კოეფიციენტი ზომავს ორ სიდიდეს შორის არსებული წრფივი კავშირის სიძლიერეს, უნდა მოველოდოთ, რომ ამ მაგალითში კორელაციის კოეფიციენტი საკმაოდ ახლოს იქნება 0-თან.
დავუშვათ, გვაინტერესებს არის თუ არა კავშირი ადამიანის თვითდაჯერებულობასა და შფოთვის დონეს შორის. 10 ცდის პირისთვის ტესტირებამ შემდეგი შედეგები მოგვცა:
თვითდაჯერებულობა: 24, 17, 27, 10, 11, 20, 24, 25, 7, 10.
შფოთვის დონე: 33, 20, 10, 37, 35, 20, 39, 10, 16, 25.
აქ ჩვენ წინაშეა წრფივი ძლიერი უარყოფითი კავშირის ტენდენცია: მონაცემები თავმოყრილი არიან უარყოფითი დახრილობის წრფის გასწვრივ. ამ შემთხვევაში, კორელაციის კოეფიციენტი ახლოს იქნება -1-თან.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა