10-ის ჯერად პროცენტილებს დეცილები ეწოდება. მაგალითად, პირველი დეცილია 10 პროცენტილი, მეორე დეცილია 20 პროცენტილი და ა.შ. მე-9 დეცილია 90 პროცენტილი.
მონაცემთა სიმრავლის პირველი დეცილია ისეთი უდიდესი მნიშვნელობა, რომ მონაცემთა 10% მასზე ნაკლებია და 90% მეტი. ასევე განიმარტება მეორე, მესამე, მეოთხე, და ა.შ. მეცხრე დეცილები. მაგალითად, მეოთხე დეცილზე მონაცემთა 40% ნაკლებია და 60% მეტი. საზოგადოდ პროცენტილი გამოითვლება ფორმულით
სადაც სიმბოლო ნიშნავს რიცხვის მთელ ნაწილს.
მაგალითი №1. ვიპოვოთ 11 12 12 13 14 14 14 15 16 16 16 მონაცემების პირველი დეცილი და მერვე დეცილი
- წილადი რიცხვია, ამიტომ პირველი დეცილი ვარიაციულ მწკრივში დგას მეორე ადგილზე და უდრის 12 -ს .
მერვე დეცილი იქნება მეცხრე ადგილზე და უდრის 16 -ს, .
მაგალითი №2. ვიპოვოთ 12 12 13 14 14 14 15 16 16 16 17 18 მონაცემების მეხუთე დეცილი.
- მთელი რიცხვია, ამიტომ მეხუთე დეცილი იქნება ვარიაციული მწკრივის მეექვსე და მეშვიდე წევრების საშუალო არითმეტიკული .
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა