იგივეა რაც დისპერსიების ტოლობა, მოითხოვება სტატისტიკურ ჰიპოთეზებში, რომლებშიც შესადარებელია რამოდენიმე პოპულაციის საშუალო და კორელაციურ კვლევებში, სადაც მოითხოვება დამოკიდებული ცვლადების დისპერსიების ტოლობა დამოუკიდებელი ცვლადის სხვადასხვა დონეზე. მაგალითად, თუ სრულდება დისპერსიების ტოლობა, უმცირეს კვადრატთა მეთოდით მიღებული პარამეტრების შეფასებები კორელაციურ კვლევებში არის ოპტიმალური. თუ ეს პირობა არ სრულდება, ოპტიმალური შეფასებების მისაღებად მიმართავენ სხვა მეთოდებს, მაგალითად, შეწონილ უმცირეს კვადრატთა მეთოდს, ამიტომ ჩანაცვლებული შეფასებების ასაცილებლად აუცილებელია დისპერსიების ტოლობის შემოწმება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა