კორელაციური მეთოდები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Correlational Methods

კვლევის მეთოდოლოგიები, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორი კავშირი აქვს ერთმანეთთან ორი ცვლადს ან ნიშან-თვისებას.

ემპირიულ კვლევებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ორი ცვლადის ურთიერთმიმართების ხარისხის დადგენას, კორელაციურ კვლევებს უწოდებენ. კორელაცია, თავისთავად, ცვლადებს შორის წრფივი დამოკიდებულების საზომია.

ზოგადად, კორელაციური ტექნიკები ორი ცვლადის ანუ მონაცემთა ორი სიმრავლის ურთიერთმიმართების შესახებ სამ კითხვაზე პასუხის გაცემას ემსახურება: (1) „არსებობს თუ არა კავშირი ორ ცვლადს (მონაცემთა ორ სიმრავლეს) შორის?“ თუ ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გვაქვს, მაშინ ჩნდება მეორე და მესამე კითხვაც, კერძოდ, (2) „რა მიმართულება აქვს ამ კავშირს?“ და (3) „რა ზომისაა ანუ რამდენად ძლიერია ეს კავშირი?“ აქვე უნდა ითქვას, რომ კავშირში მოიაზრება ორი ცვლადის (ან მონაცემთა სიმრავლის) შეთანხმებულად, გარკვეული კანონზომიერების მიხედვით შეთანხმებული ცვლის ტენდენცია. შესაბამისად, კორელაციურ კვლევაში მკვლევარი სვამს მარტივ კითხვას: „როდესაც ერთი ცვლადის მნიშვნელობა იცვლება, რა ემართება მეორე ცვლადის მნიშვნელობას?“.

შეიძლება გვაინტერესებდეს,  რა კავშირია შფოთვის დონესა და დავალების შესრულების სიზუსტეს შორის. ამის გასარკვევად შეგვიძლია კორელაციური კვლევის ჩატარება, რომლის დროსაც გარკვეული რაოდენობის ადამიანებს გავუზომავთ შფოთვის დონეს (ვთქვათ, შფოთვის დონის საკვლევი კითხვარით); ასევე, გავზომავთ თითოეული მათგანის მიერ დავალების შესრულების სიზუსტეს (მაგალითად, ზედმიწევნით შეესატყვისება ინსტრუქციას). თუ მიღებული შედეგები შეესაბამება სხვა კვლევებში მიღებულ შედეგებს, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ კვლევის მონაწილეები, რომელთაც შფოთვის დაბალი მაჩვენებლები ჰქონდათ, უფრო ზუსტად ასრულებენ მიცემულ დავალებებს. ვინაიდან დავალების შესრულების სიზუსტეზე, სავარაუდოდ, სხვა ისეთი ფაქტორებიც ზემოქმედებენ, როგორებიცაა, მაგალითად, მსგავსი დავალებების შესრულების გამოცდილება, კვლევის მონაწილის მოტივაცია და ინტელექტი, ამიტომ კავშირი დავალების შესრულების სიზუსტესა და შფოთვის დონეს შორის არ იქნება იდეალური, თუმცა, მაინც უნდა გავითვალისწინოთ.

კორელაციულ კვლევაში ცვლადი შეიძლება იყოს ტესტირების მონაცემები, დემოგრაფიული მახასიათებლები (მაგალითად, ასაკი, დაბადების რიგი, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი) თვითანგარიშის საზომებით ხასიათის გაზომვის შედეგები, მოტივები, ღირებულებები და დამოკიდებულებები, ფიზიოლოგიური რეაქციები (მაგალითად, პულსის სიჩქარე, არტერიული წნევა და კანის გალვანური რეაქცია) და ქცევის სტილი.

კორელაციური მეთოდის გამოყენებისას ფსიქოლოგებს სურთ მიიღონ პასუხები ისეთ კონკრეტულ შეკითხვებზე, როგორებიცაა, მაგალითად: ახდენს თუ არა უმაღლესი განათლება გავლენას სამომავლო პროფესიულ წარმატებაზე? უკავშირდება თუ არა სტრესი კორონალურ დაავადებებს? არსებობს თუ არა კავშირი თვითშეფასებასა და მარტოობას შორის?  არის თუ არა კავშირი მიღწევის მოტივაციასა და დაბადების რიგს შორის? კორელაციის მეთოდი არა მარტო იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დადებითად ან უარყოფითად ვუპასუხოთ ამ შეკითხვებზე, არამედ, რაოდენობრივი შეფასებაც მივცეთ ერთი ცვლადის მნიშვნელობების შესაბამისობას მეორე ცვლადის მნიშვნელობებთან. ამისათვის ფსიქოლოგები ითვლიან სტატისტიკის ინდექსს ანუ სტატისტიკურ სიდიდეს, რომელსაც კორელაციის კოეფიციენტი ეწოდება.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Cohen, L., Manion, L. & Morrison, K. (2011). Research Methods in Education, 7th ed. Routladge.

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM.SPSS, 4th ed. Sage.

McAdams, D. P. (2009). The Person: An Introduction to the Science of Personality, 5th ed. A John Wiley & Sons, Inc.

კატეგორია: 
ავტორები: