შფოთვა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Anxiety

შფოთვა არის ემოციური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ავტონომიური (ვეგეტატიური) ნერვული სისტემის მომატებული აქტივობით, კერძოდ, სიმპათტიკური ნერვული სისტემის აქტივაციითა (სუნთქვის გახშირება, გულის ცემის (პულსის), სისხლის წნევის, და კუნთური ტონუსის მომატება) და დაძაბულობის, ცუდი წინათგრძნობის, ღელვისა და მოსალოდნელი საფრთხის სუბიექტური შეგრძნებებით.  

ორი ძირითადი კონსტრუქტი, რომლეთანაც დაკავშირებულია შფოთვა, არის შიში და ფობია. ეს ტერმინები ხშირად გამოიყენება ერთმანეთის ნაცვლად, თუმცა მათ შორის კონცეპტუალური სხვაობაა. შიში განისაზღვრება, როგორც საპასუხო რეაქცია საფრთხეზე, რომელიც ცალსახად იდენტიფიცირებულია. ხოლო შფოთვა არის რეაქცია მოსალოდნელ საფრთხესა და საშიშროებაზე, რომელიც არაა იდენტიფიცირებული. ასევე, შიშის რეაქციის ინტენსივობა ობიექტური საფრთხის პროპორციულია, ხოლო შფოთვის შემთხვევაში საპასუხო რეაქციები ხშირად  მოსალოდნელზე გაცილებით ინტენსიურია (თუმცა ყველა თეორეტიკოსი არ ეთანხმება ამ განსხვავებას შიშსა და შფოთვას შორის). ფობია გადაჭარბებული შფოთვა ან შიშია, რომელიც აღმოცენდება ცალკეული სტიმულების საპასუხოდ. ფობიები იყოფა სამ კატეგორიად: სპეციფიკური ფობიები, სოციალური ფობიები და აგორაფობიები.

შფოთვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ქცევასა და კოგნიციაზე. ზომიერი აღგზნების შემთხვევაში ის თავისი არსით ადაპტურია და ხელს უწყობს მიზანმიმართული ქცევის განხორციელებას. ადაპტური და არაადაპტური შფოთვის ერთმანეთისაგან განსხვავების ერთი გზა არის მისი „გონივრულობა/მართებულობის“ გათვალისწინება.

ერთმანეთისაგან განასხვავებენ შფოთვის ორ სახეს: მდგომარეობისა (State) და პიროვნულ (trait) შფოთვას. მდგომარეობის შფოთვა თავს იჩენს მაშინ, როცა ადამიანი  აწყდება სიტუაციას, რომელსაც იგი საფრთხედ აფასებს და საფრთხის შემცველი ეპიზოდის დასრულების შემთხვევაში შფოთვის სიმპტომატიკაც ქრება. ანუ მდგომარეობის შფოთვა არის დროის მოცემულ მომენტში კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებული გარდამავალი შეგრძნებები (მაგალითად, შეგრძნებები, როცა პირველად ვმგზავრობთ თვითმფრინავით). 

პიროვნული შფოთვა, ისევე როგორც მდგომარეობის შფოთვა, მოსალოდნელ საფრთხეზე საპასუხო რეაქციაა, თუმცა ის განსხვავდება თავისი ინტენსივობით, ხანგრძლივობით და იმ სიტუაციების დიაპაზონით, რომლებშიც თავს იჩენს. პიროვნული შფოთვა ასახავს განსხვავებას ადამიანებს შორის იმის მიხედვით, თუ როგორია მათი მიდრეკილება მდგომარეობის შოთვისადმი საფრთხის მოლოდინის საპასუხოდ. პიროვნული შფოთვა უფრო ინდივიდის მახასიათებელია, ვიდრე დროებითი ემოციური მდგომარეობის.  

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

Kazdin , A. E., (20,,) Encyclopedia of Psychology: 8 Volume Set.

კატეგორია: 
ავტორები: