აგორაფობია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Agoraphobia

ისეთ ხალხმრავალ ადგილებში ან ღია სივრცეში ყოფნის განსაკუთრებული შიში, საიდანაც გაქცევა შეიძლება რთული ან სამარცხვინოა, ანდა, სადაც პანიკური შეტევის შემთხვევაში დახმარების მიღება შეუძლებელია. ტერმინი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან agora, რაც ღია სივრცეს, თავშეყრისა და ბაზრისთვის გამოყოფილ ადგილს ნიშნავს. აგორაფობია შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთი სახეა, ხასიათდება იმ სიტუაციიდან გაქცევით, რომელიც შიშსა და პანიკას იწვევს.

აგორაფობიის მქონე ინდივიდთა უმრავლესობა თავს არაკომფორტულად გრძნობს უცხო ან  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (მაგ., მაღაზიები, რესტორნები ან კონოთეატრები). მიუხედავად იმისა, რომ აგორაფობიასა და პანიკურ აშლილობას შორის კავშირი არ არის, აგორაფობიის მქონე ინდივიდებს ხშირად ახასიათებთ პანიკური შეტევებიც. ასეთ ინდივიდებს აქვთ შიში, რომ დაემართებათ პანიკური შეტევა საჯარო ადგილებში ან ისეთ ადგილებში, რომლებიც მათი ექიმისა და კლინიკიდან შორსაა და სამედიცინო დახმარების მიღება პრობლემა გახდება. შფოთვა შედეგად იწვევს იმას, რომ აგორაფობიის მქონე ინდივიდები მუდმივად თავს არიდებენ მთელ რიგ სიტუაციებს: მარტო ყოფნას სახლის გარეთ ან სახლში, ხალხმრავალ ადგილებს, მათ შეიძლება პრობლემები ჰქონდეთ მანქანის მართვისას, ხიდზე გადასვლისას, თვითმფრინავით ფრენისას, გვირაბში და ლიფტში ყოფნისას. ყველაზე მწვავე ფორმების დროს ინდივიდებს არ შეუძლიათ სახლიდან გასვლა. აგორაფობიის მკურნალობა სპეციფიკურ მედიკამენტოზურ ჩარევასთან ერთად მოიცავს ფსიქოთერაპიასაც. კოგნიტური ბიჰევიორალური თერაპია (კბთ) ერთ-ერთი ეფექტური მიდგომაა პანიკური აშლილოებების მკურნალობისას, ხოლო მედიკამენტოზურ ჩარევასთან ერთად კომბინაციაში ის კიდევ უფრო მეტად ეფექტიანია. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.apa.org/research/action/glossary.aspx

http://www.britannica.com/

კატეგორია: 
ავტორები: