ხათუნა მარწყვიშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი (პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულება). ფლობს ასევე მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიურ კონსულტირებაში და ბაკალავრის ხარისხს ზოგად ფსიქოლოგიაში. 2008-2014 წლებში მიღებული აქვს კვლევითი და აკადემიური სტიპენდიები ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი), გრაცის (ავსტრია), ლუვენისა (ბელგია) და ტაუსონის (აშშ) უნივერსიტეტებში. არის ბიოლის ფონდის სტიპენდიანტი. წლების მანძილზე თანამშრომლობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, როგორც ფსიქოლოგიის ექსპერტი. 2001 წლიდან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო საერთაშორისო და ევროპულ კონფერენციაში. არის სამეცნიერო შრომების ავტორი. მისი კვლევითი ინტერესები ძირითადად უკავშირდება პიროვნებისა და ინდივიდუალური განსხვავებების ფსიქოლოგიას.