შიში

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Fear

რაციონალური რეაქცია ობიექტურად იდენტიფიცირებულ გარეგან საფრთხეზე, რამაც შეიძლება აიძულოს ადამიანი, რომ გაიქცეს ან გადავიდეს შეტევაზე, თავდაცვის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ სტიმული, რომელიც შიშის აღმოცენებას იწვევს ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს სახეობისთვის, თავდაცვის ნეირობიოლოგიური სქემა ფილოგენეტურად ძველი და მსგავსია ხერხემლიანებისათვის. კროსკულტურული კვლევები მოწმობს, რომ ადამიანები ერთნაირად რეაგირებენ საფრთხის მომცველ სტიმულზე. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ საპასუხო სისტემა, რომელიც შიშისა და თავდაცვის რეაქციაზეა პასუხისმგებელი ისე მყარად არის ჩანერგილი, რომ ადამიანებს არ უწევთ „ისწავლონ“, საფრთხის დროს როგორ გაზარდონ სისხლის წნევა, გულის ცემის სიხშირე და ა.შ. აღსანიშნავია გასაოცარი კულტურული უნივერსალიზმი (Ekman, P. 1987) - ადამიანები განსხვავებული  კულტურიდან ცნობენ შიშის ემოციის გამომეტყველებას სახეზე.

გარკვეულ სტიმულებზე შიშის რეაქციათა უმრავლესობა დასწავლის გზით არის განპირობებული. არსებობს სტიმულების გარკვეული კატეგორია, რომელიც თავდაცვის სისტემის ამოქმედებას იწვევს მანამდე არსებული ავერსიული გამოცდილების არარსებობის ფონზეც (მაგ., ბავშვი ამჟღავნებს შიშის რეაქციას მოულოდნელ ხმამაღალ ხმაურზე ანდა ობიექტზე, რომელიც ძალიან სწრაფად უახლოვდება მას). უფრო მეტიც, ხშირად სტიმული, რომელიც მოლოდინს არ შეესაბამება, შიშის გამომწვევის როლს ასრულებს. ადამიანები ავერსიული გამოცდილების არქონის მიუხედავად, ხშირად განიცდიან შიშს სიმაღლის, გველების ან სხვა სიტუაციების მიმართ. ამგვარი შიშების სიხშირემ მკვლევრებს აფიქრებინა, რომ ადამიანებს ბიოლოგიური მზაობა აქვთ გარკვეული სტიმულის მიმართ, რომლებიც ევოლუციური ისტორიის მანძილზე სახეობისთვის საფრთხის მომცველი იყო. შიშის გარკვეული რეაქციები განვითარების თვალსაზრისით, ნორმალურად ითვლება („უცხოს მიმართ შიში“; სიმაღლის, სიღრმის - ვიზუალური მიმნიშნებლების მიმართ შიში; მზრუნველთან ან დედასთან დაშორების შიში; სიახლის შიში). მაგრამ სპეციფიკური ობიექტის, აქტივობის ან სიტუაციის მდგრად და ირაციონალურ შიშს, რომელიც მოჭარბებულობითა და უმიზეზობით ხასიათდება და რომელიც რეალობას საფრთხის მომტანად აღაქმევინებს ადამიანს, ფობია ეწოდება. 

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of Psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: