ფობია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Phobia

ობიექტის, აქტივობის ან სიტუაციის მდგრადი და ირაციონალური შიში, რომელიც მოჭარბებულობითა და უმიზეზობით ხასიათდება და რეალობას საფრთხის მომტანადაც აღაქმევინებს ადამიანს.

აგორაფობია ისეთი სიტუაციების შიში და თავის არიდებაა, რომელშიც პიროვნება თავს ვერ გრძნობს უსაფრთხოდ ან რომლიდანაც ვერ გაიქცევა და ვერ მიაღწევს სახლამდე ან საავადმყოფომდე, როცა პანიკის ან სხვა ფიზიკური სიმტომები იჩენს თავს, როგორიცაა შარდის შეუკავებლობა. ადამიანებს აგორაფობია იმიტომ ემართებათ, რომ მათ არასოდეს იციან, როდის გამოვლინდება ეს სიმტომები. მძიმე შემთხვევებში აგორაფობიის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ სახლიდან გამოსვლა და ზოგჯერ ეს წლები გრძელდება. აგორაფობიის მქონე ადამიანები, როგორც წესი, თავს არიდებენ ისეთ ადგილებს და სიტუაციებს, როგორებიცაა სავაჭრო ცენტრები და დიდი მაღაზიები, მანქანები, ავტობუსები, მატარებლები, მეტრო, ფართო ქუჩები, გვირაბები, რესტორნები, თეატრები, ესკალატორები, ლიფტები, თვითმფრინავები, ხალხით გაჭერილი ადგილები; არ შეუძლიათ რიგში დგომა, სახლში მარტო დარჩენა ან სახლიდან შორს ყოფნა.

სპეციფიკური ფობია კონკრეტული ობიექტის ან სიტუაციის ირაციონალური შიშია, რომელიც შესამჩნევად მოქმედებს ინდივიდის ფუნქციონირების უნარზე. DSM-ის ადრეულ ვერსიებში ფობიების ამ ჯგუფს „მარტივ ფობიებს“ უწოდებდნენ, რათა აგორაფობიის შედარებით რთული მდგომარეობისგან განესხვავებინათ, მაგრამ დღესდღეობით ცნობილია, რომ არც თუ ისე მარტივად არის საქმეა. მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ სპეციფიკური ფობიის მქონე ინდივიდი აცნობიერებს, რომ მისი შიში და შფოთვა მნიშვნელოვნად აღემატება რეალურ საფრთხეს. DSM-5-ში აღწერილია სპეციფიკური ფობიების ოთხი ტიპი: (1) სისხლის-ინიექციის-ჭრილობის ფობია, როდესაც ინდივიდს ეშინია, მაგალითად, სისხლის დანახვისა და ჭრილობაზე ფიქრისაც კი; (2) სიტუაციური ფობია, როგორიცაა, მაგალთად, ლიფტების, მატარებლების ან თვითმფრინავების შიში; (3) ბუნებრივი გარემოების შიში, მაგალითად, ჭექა-ქუხილის, მიწისძვრის ან წყალდიდობის ირაციონალური შიში და (4) ცხოველების ფობიები, რომელთა უამრავი ნარისახეობა არსებობს, როგორიცაა ყველაზე გავრცელებული გველების, ობობებისა და ძაღლების შიში.

სოციალური ფობია, რომელსაც DSM-5-ში უკვე სოციალური შფოთვის აშლილობა ეწოდება და ცალკე კატეგორიად განიხილება. სოციალური შფოთვის აშლილობის არსებითი მახასაითებელია შესამჩნევი ან ინტენსიური შიში ან შფოთვა სოციალური სიტუაციების გამო, რომლებშიც ინდივიდს სხვები შეიძლება აკვირდებოდნენ. ბავშვებში შფოთვა, შესაძლოა, თანატოლებთან ყოფნისას დროსაც გამოვლინდეს და არა — მხოლოდ მოზრდილებთან ურთიერთქმედებისას. სოციალურ სიტუაციებში მოხვედრისას ამ ინდივიდებს ეშინიათ, რომ უარყოფით შეფასებას მიიღებენ; აწუხებთ, რომ მათ მშფოთვარედ, სუსტად, გიჟად, ბრიყვად, მოსაწყენად ად ბინძურად აღიქვამენ. მათ ეშინიათ, რომ ისე მოიქცევიან, რომ როგორღაც გამოავლენენ შფოთვის სიმტომებს, როგორებიცაა გაწითლება, ოფლიანობა, კანკალი, ენის დაბმა. ამ ადამიანებში სოციალური სიტუაციები თითქმის ყოველთვის ბადებენ შფოთვას. ამგვარად, ისინი, ვინც ზოგჯერ შფოთავენ სოციალურ სიტუაციებში, არ აკმაყოფილებენ აშლილობის კრიტერიუმს, თუმცა შიშისა და შფოთვის ხარისხი და ნაირსახეობა შეიძლება იცვლებოდეს (მაგალითად, მოლოდინის შფოთვა, პანიკის შეტევა) სხვადასხვა სიტუაციაში. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

APA, (2013). DSM-5TM, Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th edition. Americal Psychiatric Assosiation, Washington, DC; London, England.

Barlow, D., H., and Durand, V. M. (2014). Abnormal Psychology: An Integrative Approach, 7th ed. Cengage Learning. 

კატეგორია: 
ავტორები: