მონაცემების დაჯგუფება ინტერვალებში, გამოსახული ცხრილის სახით. რეკომენდირებულია ინტერვალთა რაოდენობა n იყოს 5-დან 20-მდე. მინიმალურ და მაქსიმალურ მონაცემს შორის დიაპაზონი, როგორც წესი, იყოფა თანაბარი სიგრძის ინტერვალებად. თითოეული ინტერვალის სიგრძე იქნება . ინტერვალები ლაგდება ყველაზე დაბლიდან ყველაზე მაღლისკენ (ან პირიქით), შემდეგ ითვლება თითოეულ ინტერვალში მოხვედრილ მონაცემთა სიხშირე, ფარდობითი სიხშირე და დაგროვილი სიხშირე. დაჯგუფების შემდეგ, როგორც წესი, აიგება ჰისტოგრამა, სადაც კარგად ჩანს მონაცემთა განაწილება. მონაცემთა დაჯგუფება ხდება მაშინ, როცა მათი რაოდენობა დიდია ან თუ მონაცემებში მნიშვნელობების ფართო დიაპაზონია და გართულებულია მონაცემთა განაწილების ნათელი სურათის დანახვა, მათი გაფანტულობის გამო.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა