რეგრესია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Regression

ფსიქოლოგიაში, როგორც მრავალ სხვა დარგში ხშირად აუცილებელი ხდება ორ (ან რამოდენიმე) სიდიდეს შორის დამოკიდებულების შესწავლა. ორ ცვლადს შორის კავშირის ყველაზე მკაფიო მაგალითია ფუნქციონალური კავშირი, როცა ერთი ცვლადის (არგუმენტის) რაიმე მნიშვნელობას შეესაბამება მეორე ცვლადის (ფუნქციის) ერთი და მხოლოდ ერთი მნიშვნელობა. მაგრამ ხშირად ცვლადებს შორის არსებობს არა ფუნქციონალური, არამედ ე.წ. სტატისტიკური კავშირი. ამ შემთხვევაში ერთი ცვლადის რაიმე მნიშვნელობას შეიძლება, შეესაბამებოდეს მეორე ცვლადის რამოდენიმე მნიშვნელობა. მაგალითად, შრომის ნაყოფიერებისა და ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობის შორის. ასეთი კავშირების გამოკვლევის ამოცანებს ემსახურება სწორედ რეგრესია და კორელაცია.

ტერმინი რეგრესია პირველად შემოღებული იყო სერ ფრენსის გალტონის მიერ მის წიგნში „მემკვიდრეობების სიმაღლის რეგრესია საერთო საშუალოს მიმართულებით“ (1885 წ.). გალტონი იყო ჩარლზ დარვინის დეიდაშვილი და დარვინის შრომების გაცნობის შემდეგ დაინტერესდა მემკვიდრეობით გადაცემული ნიშნების საკითხით, კერძოდ, მშობლების და შვილების სიმაღლეების კავშირით. ლოგიკით მაღალ მშობლებს უფრო მაღალი შვილები უნდა ჰყავდეთ, დაბალ მშობლებს კი დაბალი. ისმის კითხვა, რატომ არ არიან ადამიანები დაყოფილი გიგანტებად და კარლიკებად? მრავალი სტატისტიკური მასალის დამუშავების შემდეგ  გაირკვა, რომ ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი მშობლების შვილები საშუალოდ არიან უფრო დაბლები და, შესაბამისად, უფრო მაღლები, ვიდრე მშობლები. ამ უკუ მიმართულების ტენდენციას გალტონმა რეგრესია დაარქვა (რეგრესია - საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა). კორელაციური და რეგრესიული ანალიზის განვითარება დაკავშირებულია ბევრი მეცნიერის სახელთან, მათ შორის არიან კ. პირსონი, ხ. სპირმენი, ა. ბრავე, გ.უ. იუხი, ა.ლ. ჩუპროვი და მრავალი სხვა.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: