კორელაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Correlation

სტატისტიკური კორელაცია - სტატისტიკური კავშირი ორ ან რამოდენიმე მახასიათებელს (შემთხვევით სიდიდეს) შორის, როცა ერთი ან რამოდენიმე სიდიდის ცვლილებას თან ახლავს მეორე ან რამოდენიმე სიდიდის შეთანხმებული სისტემატური ცვლილება. მაგალითად, დამოკიდებულია თუ არა ფინალური გამოცდის ჩაბარების ხარისხი შუალედური გამოცდის შეფასებაზე. ცხადია, რომ ამ საკითხის გამოსაკვლევად უნდა გაგვაჩნდეს  ორივე ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლის მონაცემები. ცვლადებს შორის აღინიშნება დადებითი კავშირი, თუ ერთი ცვლადის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად იზრდება მეორე ცვლადის მნიშვნელობაც ან ერთი ცვლადის მნიშვნელობის კლებასთან ერთად იკლებს მეორე ცვლადის მნიშვნელობაც. კავშირი უარყოფითია, როცა ერთი ცვლადის ზრდასთან ერთად მეორე ცვლადის მნიშვნელობა მცირდება ან ერთი ცვლადის მნიშვნელობის კლებასთან ერთად მეორე ცვლადის მნიშვნელობა იზრდება. კავშირი წრფივია თუ ეს კავშირი შეიძლება აღიწეროს წრფივი განტოლებით, არაწრფივი კავშირის დროს კავშირი აღიწერება სხვა წირის განტოლებით.

პირველად ტერმინი „კორელაცია“ შემოიღო  ფრანგმა პალეონტოლოგმა ჟორჟ კიუვიმ. მან შეიმუშავა „ კორელაციური კანონი“ ცოცხალი ორგანიზმების ორგანოებს და ნაწილებს შორის, რომლის მეშვეობით ადგენდა ნამარხი ცხოველის  სხეულის სახეს რამოდენიმე მოპოვებული ნაწილით. სტატისტიკაში სიტყვა „კორელაცია“ პირველად გამოიყენა ინგლისელმა ბიოლოგმა და სტატისტიკოსმა ფრენსის გალტონმა (ჩარლზ დარვინის დეიდაშვილმა) მე-19 საუკუნის ბოლოს. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: