არის დაკვირვებულ მნიშვნელობათა (მონაცემთა) ჯამი შეფარდებული დაკვირვებათა რაოდენობასთან. არითმეტიკული საშუალო აღინიშნება - ით და გამოითვლება ფორმულით:
მაგალითი: შესწავლილია 10 ოჯახში ბავშვთა რაოდენობა. შესაბამისი მონაცემებია: 3, 2, 1, 1, 2, 3, 3, 1, 2, 2. მაშინ ერთ ოჯახზე მოსული ბავშვების საშუალო რაოდენობა იქნება , ე.ი 2 ბავშვი. ამრიგად , თუ 10 ოჯახს ჯამში ჰყავს 20 ბავშვი, მაშინ საშუალო უდრის ბავშვთა იმ რაოდენობას, რომელიც მოვიდოდა ერთ ოჯახზე ბავშვები თანაბრად რომ გაენაწილებინათ (შევნიშნოთ, რომ საშუალოს რიცხვითი მნიშვნელობა ყოველთვის მთელი არაა).
ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა, როგორც სხვა ბევრი მეცნიერება, შეისწავლის რეალურ სამყაროს მოდელების მეშვეობით. ნებისმიერი მოდელი არის სამყაროს „გამარტივებული სურათი“. ამ თვალსაზრისით საშუალო, არის უმარტივესი მოდელი, მონაცემების „შეკუმშული“ წარმომადგენელი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა