თუ კრიტერიუმში გამოყენებულია 0.05-ის ტოლო მნიშვნელოვნობის დონე, პირველი გვარის შეცდომა შეადგენს 5%-ს. ალბათობა იმისა, რომ პირველი გვარის შეცდომა არ იქნება დაშვებული არის 0.95.
ძალიან ხშირად სამეცნიერო კითხვაზე პასუხის მისაღებად საჭიროა რამოდენიმე ფაქტორის ან ერთი ფაქტორის რამოდენიმე დონის გავლენის შესწავლა. ამ შემთხვევაში, პირველი გვარის შეცდომის გასაკონტროლებლად (დარჩეს 0.05-ის ტოლი) მიმართავენ მნიშვნელოვნობის a-დონის კორექციას. ბონფერონის კორექცია გულისხმობს, რომ ფაქტორის ცალკეული დონის გავლენის შესამოცმებლად იყენებენ მნიშვნელოვნობის დონეს, რომელიც უდრის a /n -ს, სადაც n ფაქტორის დონეების რაოდენობაა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა