მონაცემთა გრაფიკული დახასიათება პირველი, მეორე (მედიანა), მესამე კვარტილების ( ) და კვარტილთშორისი გაბნევის დიაპაზონის (IQR) მეშვეობით, რომელიც საშუალებას იძლევა გამოიკვეთოს მონაცემთა განლაგების ცენტრი, გაფანტულობა, გავრცობა, სიმეტრიულობიდან გადახრის ბუნება, „ამოვარდნილი“ (ექსტრემალური) დაკვირვებების იდენტიფიკაცია. მონაცემებს ეწოდებათ ამოვარდნილი, თუ ისინი ბოქსპლოტზე მედიანისგან 3 IQR-ზე მეტ მანძილზე არიან განლაგებული. ბოქსპლოტი შემოღებული იყო ტიუკის მიერ (Tukey, J.W. (1977). Exploratory data analysis). ბოქსპლოტის მაგალითებია:
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა