მნიშვნელობები (სიდიდეები), რომლებიც მონაცემთა ზრდის მიხედვით დალაგებულ სიმრავლეს ოთ ხთანაბარ ნაწილად ყოფენ. 25-პროცენტილს პირველი კვარტილი ეწოდება და აღინიშნება სიმბოლოთი. მონაცემთა მთლიანი რაოდენობის მეოთხედი ანუ 25% ტოლია ან ნაკლებია მასზე და (100-25)%=75% ტოლია ან მეტია მასზე. 50-პროცენტილს მეორე კვარტილი ჰქვია და აღინიშნება -ით, ცხადია ის ემთხვევა მედიანას. 75-პროცენტილს მესამე კვარტილი ეწოდება, აღინიშნება სიმბოლოთი. მონაცემთა 75% ტოლია ან ნაკლებია მასზე და 25% ტოლია ან მეტია მასზე. მონაცემთა სიმრავლისათვის პირველი, მეორე და მესამე კვარტილები გამოითვლება პროცენტილის ფორმულიდან, თუ ავიღებთ შესაბამისად p=25%,50 % და 75%.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა