Student’s t-test
კრიტერიუმების ოჯახი, რომლებიც აგებულია სტიუდენტის განაწილების გამოყენებით. ყველა t სტატისტიკა აგებულია შემდეგნაირად: მრიცხველში არის სიდიდე ნულოვანი საშუალოთი (ნულოვანი ჰიპოთეზის სამართლიანობის შემთხვევაში), მნიშვნელში კი მრიცხველის სტანდარტული გადახრა. t-კრიტერიუმი შემუშავებული იყო ულიამ გოსეტის მიერ ლუდის ხარისხის შეფასებისათვის და გამოქვეყნებული იყო 1908 წელს "სტიუდენტის" ფსევდონიმით. ამ კრიტერიუმის გამოყენებისას აუცილებელია, რომ შერჩევა აღებული იყოს ნორმალური პოპულაციიდან.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Большев Л.Н.,Смирнов Н.В. (1984). Таблицы математической статистики. Наука.
კატეგორია: