ხდომილობის ალბათობა არის რიცხვი, რომელიც გამოხატავს ხდომილობის განხორციელების შესაძლებლობას. თუ ცდას აქვს ერთნაირად მოსალოდნელი, ტოლშესაძლო შედეგთა სასრული რაოდენობა, მაშინ ხდომილობის ალბათობა ტოლია მისი ხელშემწყობი შედეგების რაოდენობის შეფარდებისა ყველა შესაძლო შედეგთა რაოდენობასთან. მაგალითად, თუ 1000 ამომრჩევლიდან რომელიმე კანდიდატს მხარს უჭერს 300, მაშინ ალბათობა იმისა, რომ შემთხვევით შერჩეული ამომრჩეველი ხმას მისცემს ამ კანდიდატს არის 300/1000=0,3. ხდომილობას ეწოდება შეუძლებელი, თუ ის ცდის შედეგად ვერ განხორციელდება (არც ერთი ხელშემწყობი), მისი ალბათობა 0-ის ტოლია. აუცილებელი ეწოდება ხდომილობას, რომელიც ცდის შედეგად ყოველთვის განხორციელდება (ყველა შედეგი ხელშემწყობია), მისი ალბათობა 1-ია. ალბათობას აღნიშნავენ P ასოთი (პირველი ასო სიტყვისა Probability). ნებისმიერი ხდომილების ალბათობა არის რიცხვი ნულსა და ერთს შორის.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა