ბისერიული კორელაცია. წერტილოვანი ბისერიული კორელაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Biserial and Point-biserial Correlation

გამოიყენება ორ ცვლადს შორის კავშირის დასადგენად, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ- ერთი ცვლადი არის დიხოტომური (კატეგორიული ცვლადი ორი კატეგორიით) მეორე კი რაოდენობრივი. წერტილოვანი ბისერიალური კორელაცია გამოიყენება, როცა იკვლევენ კავშირს რაოდენობრივ ცვლადსა და დისკრეტულ დიხოტომიურ ცვლადს შორის, მაგალითად, ქალის ორსულობასა და სისხლის სისხლში გემოგლობინის შემცველობას შორის. ამ შემთხვევაში დიხოტომიური ცვლადი დისკრეტულია, ქალი ორსულად არის ან არ არის. განსხვავებით წერტილოვანი ბისერიალურისგან, ბისერიალური კორელაციის კოეფიციენტი გამოიყენება უწყვეტი დიხოტომიური ცვლადის პირობაში. ასეთის მაგალითია შფოთვა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც მაღალი ან დაბალი (დიხოტომიურია), თუმცა შფოთვამ შეიძლება მიიღოს უამრავი შუალედური მნიშვნელობა ამ ორ დონეს შორის, რომლებსაც ვერ გავზომავთ. თუ ვიკვლევთ კავშირს გამოცდაზე მიღებულ ქულასა და შფოთვას შორის, გამოვიყენებთ ბისერიალურ კორელაციას.

SPSS პროგრამაში ბისერიული კორელაციის კოეფიციენტი უშუალოდ არ გამოითვლება. ჯერ უნდა იყოს გამოთვლილი წერტილოვანი ბისერიული კორელაციის კოეფიციენტი და მერე შესაბამისი განტოლებით ხდება მისი შესწორება.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: