შერჩევის მონაცემთა ნებისმიერი ფუნქცია, ამასთან, ამ ფუნქციის გამოსახულებაში არ უნდა მონაწილეობდეს რაიმე სხვა პარამეტრი. სტატისტიკა გამოიყენება განაწილების (პოპულაციის) პარამეტრების შესაფასებლად და სტატისტიკური ჰიპოთეზების შესამოწმებლად. აღწერითი სტატისტიკის მეთოდების ერთ-ერთი დანიშნულებაა მონაცემთა აღწერა და შეჯამება. სიხშირეთა განაწილება და გრაფიკები ინფორმაციას გვაძლებს მონაცემთა განაწილების ფორმასა და მიღებული მონაცემების დიაპაზონის შესახებ, მაგრამ ხშირად დასკვნების მისაღებად საჭიროა განაწილების აღწერა მხოლოდ რამოდენიმე რიცხვით. ამ რიცხვებს აღწერითი სტატისტიკები ეწოდებათ.
აღწერითი სტატისტიკები საშუალებას იძლევა შეკუმშული ფორმით დავახასიათოთ მონაცემთა განლაგება და გაფანტულობა.
მაგალითი: ორი სახის აღწერითი სტატისტიკა - მონაცემთა განლაგების ცენტრის ანუ ცენტრალური ტენდენციის საზომები (საშუალო, მედიანა, მოდა) და ცვალებადობის (გაფანტულობის, ვარიაბელობის) საზომები გაბნევის დიაპაზონი, პროცენტილები, კვარტილები, კვარტილთშორისი გაბნევის დიაპაზონი, პროცენტული რანგები, დისპერსია, სტანდარტული გადახრა, ვარიაციის კოეფიციენტი.
ყველაზე გავრცელებული და ხშირად გამოყენებადი სტატისტიკებია ცენტრალური ტენდენციის საზომი საშუალო (mean) და ცვალებადობის საზომები დისპერსია, სტანდარტული გადახრა. აგრეთვე დაწყვილებული მონაცემებისათვის შემოღებულია სტატისტიკები - შერჩევითი კორელაციისა და დეტერმინაციის კოეფიციენტების ცნება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა