მოდა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Mode

ყველაზე მეტი სიხშირის მქონე მონაცემი. მაგალითად, მონაცემთა სიმრავლეში 5, 0, 1, 1, 7, 7, 4, 7, მოდა არის 7.

შესაძლებებია, რომ ერთი და იგივე სიხშირე ჰქონდეს ორ ან მეტ მონაცემსაც კი, ამ შემთხვევაში გვექნება რამოდენიმე მოდა. თუ ყველა მონაცემს ერთნაირი სიხშირე აქვს, მაშინ მოდა არ არსებობს.

სიხშირეთა განაწილების ფორმის მიხედვით არსებობს უნიმოდალური, ბიმოდალური და მულტიმოდალური განაწილებები. ამის გარკვევა შესაძლებელია ჰისტოგრამის ან პოლიგონის ფორმის მიხედვით. განაწილებას ეწოდება უნიმოდალური, თუ განაწილებაში მხოლოდ ერთი მოდაა ,ბიმოდალური თუ მას აქვს ორიმოდა და მულტიმოდალური თუ ორზე მეტი მოდა აქვს.

მოდა გამოითვლება ყველა ტიპის მონაცემებისათვის, იქნება ეს რაოდენობრივი თუ თვისებრივი, გაზომილი შეფარდების, ინტერვალების, რიგის თუ სახელდების სკალაზე.

მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ რომელი პროფესიაა  ყველაზე გავრცელებული, ამ შემთხვევაში ცვლადი - პროფესია სახელდების სკალაზეა და მოდა იქნება ყველაზე პოპულარული პროფესია. სოციალური სტატუსის რომელი დონეა ყველაზე დიდი (რიგის სკალა), სტუდენტების მიერ მიღებული რომელ ქულას აქვს ყველაზე მეტი სიხშირე (ინტერვალების სკალა).

სიმეტრიული, უნიმოდალური განაწილების მოდა, მედიანა და საშუალო ერთმანეთის ტოლია.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

 

 

კატეგორია: 
ავტორები: