კონკურენცია ნიშნავს გარკვეული წესდებით განსაზღვრული პირობებით სამუშაოს როგორც დამაკმაყოფილებელ და კარგ დონეზე შესრულებას, ასევე რაიმეს მიღების, მოგებისა და დაწინაურების მიზნით, სამუშაოს საჭიროზე მეტი ხარისხით შესრულებას. საინტერესოა ის, რომ მეცნიერთა უმეტესობა ცდილობს მოძებნოს ე.წ. ოქროს შუალედი კონკურენციასა და თანამშრომლობას შორის. შეჯიბრის, როგორც საჯარო ორგანიზაციების ტრანსფორმაციისა და წარმატების წყაროს განხილვა ერთ-ერთმა პირველმა მაიკლ ჰარისონმა მოახდინა, რომელმაც სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი საავადმყოფოების ადმინისტრირების რეფორმები აღწერა ისრაელში და გამოკვეთა შეჯიბრის დანერგვის დადებითი მხარეები. მან გამოყო კონკურენციის 8 სახე: მონოპოლისტური კონკურენცია, ოლიგოპოლისტური კონკურენცია (ეს ტერმინები მან ეკონომიკური კონკურენციის განმარტებიდან ისესხა), პირდაპირი, არაპირდაპირი, კოოპერაციული, ინდივიდუალური, მომგებიანი და კეთილშობილური. თითოეულ ამ სახეს გამოყენების თავისი პირობები და დანიშნულება (Harrison, M., 2002) გააჩნია. (ბედოიძე, გ. (2015, დეკემბერი). შეჯიბრის ფაქტორი საჯარო ორგანიზაციებში : კონფლიქტისა და ეფექტურობის ჭიდილი. მასალა წარმოდგენილი საჯარო ადმინისტრირების თეორიისა და პრაქტიკის ლექციაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.)
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press