ოლიგოპოლური კონკურენცია არის მონოპოლისტურის საპირისპირო კონკურენცია. ამ შემთხვევაში, ჯილდო ან მიზანი, რის გამოც რეალური კონკურენცია მიმდინარეობს არ არის ერთი და არც უამრავი, მისი რაოდენობის დადგენა ან დაზუსტება წინასწარ არ ხდება და ის დამოკიდებულია კონკურენტ თანამშრომელთა წარმატებულ საქმიანობაზე. მაგალითად, ხელფასის მომატება ან პრემიის დარიგება წარმატებული თანამშრომლებისათვის. ამას საფეხურებრივ კონკურენციას უწოდებენ, ვინაიდან საჯარო დაწესებულებაში შეიძლება ქუჩის დონის ბიუროკრატებს ხელფასი აუწიოს მათმა მენეჯერებმა, ამ მენეჯერებს კი - განყოფილების უფროსებმა, განყოფილების უფროსებს კი სამმართველოს უფროსებმა და ა.შ. შესაბამისად, ეს პროცესი სტრატიფიცირებადია. (ბედოიძე, გ. (2015, დეკემბერი). შეჯიბრის ფაქტორი საჯარო ორგანიზაციებში : კონფლიქტისა და ეფექტურობის ჭიდილი. მასალა წარმოდგენილი საჯარო ადმინისტრირების თეორიისა და პრაქტიკის ლექციაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.)
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.