პირდაპირი კონკურენცია - ეს არის თანამშრომელთა შეჯიბრის ღია ფორმა ანუ ორგანიზაციის მუშაობის პრინციპი, რომელიც ნათლად ითვალისწინებს კონკურენტულ გარემოს. მაგალითად, თანამდებობრივი დაწინაურება საავადმყოფოებში. ექთნების გარკვეული წრე ყოველწლიურად ადიოდა ერთი საფეხურით მაღალ თანამდებობაზე, თუ ისინი ჩააბარებდნენ ტესტს, რომლის ჩაბარების უფლება მხოლოდ იმ ექთნებს ეძლეოდათ, რომელთა სამუშაოს შესრულებაზეც უკეთესი შეფასება ექნებოდა საავადმყოფოთა სარევიზიო ჯგუფს, ექიმთა კოლეგიას და რომელთა სამუშაო წიგნაკიც მოწესრიგებული და წარმატებული საქმიანობის შემცველი იქნებოდა. (ბედოიძე, გ. (2015, დეკემბერი). შეჯიბრის ფაქტორი საჯარო ორგანიზაციებში : კონფლიქტისა და ეფექტურობის ჭიდილი. მასალა წარმოდგენილი საჯარო ადმინისტრირების თეორიისა და პრაქტიკის ლექციაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.)
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.