მომგებიანი კონკურენცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Competing for Advantage

მომგებიანი კონკურენცია ორიენტირებულია ჯილდოს, რაიმე სახის წამახალისებლის მიღებაზე, წარმატებასა და დაწინაურებაზე. თუმცა, ჰარისონი წააწყდა კეთილშობილურ კონკურენციასაც, რომელიც სულაც არ არის ორიენტირებული რაიმე მატერიალური ან არამატერიალური სარგებლის მიღებაზე. მსგავსი ტიპის კონკურენცია არის დაგეგმილი უშუალოდ უმაღლესი მმართველი წრის მიერ იმისათვის, რომ ამაღლდეს თანამშრომელთა შრომისუნარიანობა და შესრულების შედეგიანობა, თითოეულ განყოფილებაში დანიშნულია ერთი ფარული თანამშრომელი (რეალურად დამკვირვებელი), რომელიც ხელოვნურად წევს კონკურენტულ გარემოს. კერძოდ, ავრცელებს ხმებს, ჭორაობს ორგანიზაციის მოსალოდნელი წარმატების შესახებ, იმაზე, რომ ყველა ამ დაწესებულების სიკეთეზე საუბრობს, ასევე თანამშრომლებს აცნობს ინფორმაციას, თითქოს მალე იგეგმება რესტრუქტურიზაცია, ხელფასების ზრდა და სხვა. ეს დადებითად მოქმედებს ორგანიზაციის თანამშრომელთა მიერ განსახორციელებული საქმიანობის მეტი მოტივაციით შესრულების შესაძლებლობაზე. (ბედოიძე, გ. (2015, დეკემბერი). შეჯიბრის ფაქტორი საჯარო ორგანიზაციებში : კონფლიქტისა და ეფექტურობის ჭიდილი. მასალა წარმოდგენილი საჯარო ადმინისტრირების თეორიისა და პრაქტიკის ლექციაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.)

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.

ავტორები: