შეჯიბრის სახე, როცა, გარკვეული ინტენსიურად დაპირისპირებული გარემოების შექმნის საფუძველზე საჯარო ინსტიტუტები თანამშრომლებს შორის მიმართავენ ღია, ოფიციალურად გაცხადებულ და არა ფარულ შეჯიბრს და მასში გამარჯვებულებისთვის აწესებენ მოგების პირობებს. ამ შემთხვევაში დაწინაურებულთა რაოდენობა წინასწარ არაა ცნობილი და შესაძლებელია, რომ შეჯიბრის საფუძველზე რამდენიმე ადამიანიც კი აღმოჩნდეს დაწინაურების პერსპექტივის წინაშე. მონოპოლისტური კონკურენცია გარანტიაა იმისა, რომ მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მოცემულ ჯილდოს (მათ შორის, შესაძლებელია იყოს თანამდებობრივი დაწინაურებაც) და, რაც მთავარია, ყველა თანამდებობრივი დონიდან ანუ არ სტრატიფიცირდება თანამშრომელთა პოსტები, შესაბამისად, მათი კომპეტენცია, გამოცდილება, საქმიანობის სპეციფიკა და სხვა უგულებელყოფილია. მონოპოლისტურ კონკურენციას სასტიკ შეჯიბრს უწოდებდა უკვე შემდგომ ახალი საჯარო მენეჯმენტის თეორიის ერთ-ერთი ავტორი, გერნოდ გრუენინგი. (ბედოიძე, გ. (2015, დეკემბერი). შეჯიბრის ფაქტორი საჯარო ორგანიზაციებში : კონფლიქტისა და ეფექტურობის ჭიდილი. მასალა წარმოდგენილი საჯარო ადმინისტრირების თეორიისა და პრაქტიკის ლექციაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.)
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.