ქრისტინე მარგველაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით (2007-2011). რის შემდეგაც გახდა Erasmus Mundus-ის სტიპენდიანტი და 2013 წელს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მდებარე საერთაშორისო ელინური უნივერსიტეტისგან მიენიჭა მაგისტრის ხარისხი შავი ზღვის სწავლებებში (პოლიტიკა და ეკონომიკა).
ამჟამად მუშაობს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში უმცროსი მკვლევარის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში და შავი ზღვის საერთაშორისო კვლევით ცენტრში ათენში. არის სერტიფიცირებული საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი (თავისუფალი უნვიერსიტეტი 2015). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: კონფლიქტების ტრანსფორმაციას ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და რუსულ-ქართულ ურთიერთობებს.