პირდაპირი კონკურენციის საწინააღმდეგოდ გამოიყო არაპირდაპირი კონკურენცია, რაც გულისხმობს ფარულ შეჯიბრს. როგორც მ.ჰარისონმა განმარტა, ასეთი სახის კონკურენცია არსებობს მენეჯერთა წრეში და აქვს ასეთი სტრუქტურა: გარკვეული პროფილის მენეჯერები, განყოფილებათა უფროსები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები ცდილობენ თავიანთ თანამშრომლებში აიმაღლონ პიროვნული სტატუსი. ისინი არიან მაქსიმალურად დამთმობნი, არ იყენებენ სადამსჯელო მექანიზმებს, არ არიან მკაცრნი და მოიპოვებენ ნდობას უმრავლესობაში, რადგან მათ იციან, რომ წლის ბოლოს ოფიციალურად ტარდება თანამშრომელთა აზრის გამოკითვა (არის შემთხვევები, როცა არ არის ცნობილი ტარდება თუ არა ასეთი გამოკითხვა, მაგრამ ხელმძღვანელები მსგავს ტაქტიკას თავის დაზღვევის მიზნით მაინც ახორციელებენ). (ბედოიძე, გ. (2015, დეკემბერი). შეჯიბრის ფაქტორი საჯარო ორგანიზაციებში : კონფლიქტისა და ეფექტურობის ჭიდილი. მასალა წარმოდგენილი საჯარო ადმინისტრირების თეორიისა და პრაქტიკის ლექციაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.)
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.