მასობრივი საზოგადოება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Mass Society

ცნება, შემოტანილი იმ საზოგადოების დასახასიათებლად, რომელიც შედგება ატომიზებული ადამიანებისაგან. ამ ტიპის ადამიანები ემოციურად ძნელად ეგუებიან ნებისმიერი შუალედური ჯგუფის არსებობას, რომელიც შეიძლება ჩადგეს მათსა და სახელმწიფო ძალაუფლებას შორის. ამ თვალსაზრისით, მ. ს. ტოტალიტარიზმის რელევანტურია, როგორიც იყო, მაგ., გერმანული ფაშიზმი ან საბჭოთა ბოლშევიზმი. თუმცა, ეს ცნება, ზოგადად, გამოიყენება თანამედროვე, ინდუსტრიული საზოგადოების აღსაწერად, რომელმაც დაკარგა წარსული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ინტიმურობა და აუთენტურობა. მ.ს. ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: იგი გამოირჩევა არადიფერენცირებულობის მაღალი ხარისხით; მისი შემადგენელი ინდივიდების უმრავლესობა ერთმანეთის მსგავსია, მათ დაკარგული აქვთ ინდივიდუალობა და მათი ქმედებები რუტინულია; აღარ არსებობს საყოველთაო მორალური ღირებულებები და, ამის მიუხედავად, მასა მიდრეკილია იდეოლოგიური ფანატიზმისაკენ; ინდივიდები გამოირჩევიან პოლიტიკური აპათიურობით, მათ შორის კავშირები შესუსტებულია და, ამდენად, იოლად ემორჩილებიან მანიპულირებას დიქტატურისა და ბიუროკრატიის მხრიდან; ლოკალური ტრადიციები და კულტურა გადაფარა მასმედიის გავლენამ, კულტურა (ხელოვნება, ლიტერატურა, ფილოსოფია და მეცნიერება) გადაიქცა მასობრივ, დაბალი გემოვნების კულტურად. მ. ს–ის თეორია, ძირითადად, განვითარდა 1920–60 წლებში და დაკავშირებულია ფრანკუფრტის სკოლასთან (ადორნო, ბენიამინი, ფრომი, ჰორკჰაიმერი, მარკუზე), რომლის ბევრი წარმომადგენელი იძულებული გახდა ჰიტლერული გერმანიიდან ამერიკაში გაქცეულიყო.

კატეგორია: 
ავტორები: