ბიუროკრატია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Bureaucracy

ტერმინი ბიუროკრატია 1745 წელს დაამკვიდრა დე გურნემ, რომელმაც სიტყვა „ბიუროს“, რაც დაწესებულებას ნიშნავს, დაუმატა ნაწილი, რომელიც ძველ ბერძნულ ენაზე „მართვას“ ან „ძალაუფლებას“ გულისხმობს (ბერძენიშვილი, 2012). ტერმინი, თავდაპირველად, სამთავრობო დაწესებულებების მიმართ გამოიყენებოდა, დღეს კი ის ნებისმიერ დიდ ორგანიზაციას შეგვიძლია შევუსაბამოთ, სადაც კი ამის შესაძლებლობა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატიის რამდენიმე გაგება ეფექტური ადმინისტირების საშუალებად შეიძლება მივიჩნიოთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას უარყოფითი დატვირთვაც ჰქონდა და არაეფექტურობასთან და საქმის დროში გაჭინაურებასთან ასოცირდებოდა. დროთა განმავლობაში მის მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო შეიცვალა და, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს დიდი ორგანიზაციები თუ სამთავრობო დაწესებულებები ბიუროკრატიული სისტემის არსებობას ერთგვარ ბარიერადაც კი განიხილავენ.

ტერმინი ბიუროკრატია სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. მასში იგულისხმება: 1. სახელისუფლებო სამსახურებისა და სააგენტოების ერთობლიობა (ფრანგული სიტყვიდან bureau), რომელიც სახელმწიფო მმართველობის მუდმივობას ქმნის; ეს, თავის მხრივ, საზოგადოებრივი მოვალეობების აღსრულებას გულისხმობს, პოლიტიკური ლიდერების ცვლილების მიუხედავად. 2. ბიუროკატია, გამოიყენება უკიდურესად ნეგატიური დატირთვითაც და მასში იგულისხმება ორგანიზაციების არაეფექტური მართვა, რაც გართულებული ბიუროკრატიზმის (Red Tape) ნიშნით წარმოებული პროცესის აღმნიშვნელია. 3. სტრუქტურული მოწყობის გარკვეული ფორმა, სადაც მომუშავე ადამიანები იერარქიული რანგის მიხედვით არიან გადანაწილებულნი და მრავალრიცხოვან წესებს ემორჩილებიან. 4. ყველა საჯარო მოხელე არჩეული თუ დანიშნული, მაღალი და დაბალი რანგის. აქედან გამომდიდარე ხაზინის უფროსი ისეთივე ბიუროკრატია, როგორც ხაზინის დეპარტამენტში მომუშავე დაბალი რანგის მოადგილე.

ჩვენ, როგორც წესი, ბიუროკრატი წარმოგვიდგენია ადამიანად, რომელიც ზის საოფისე მაგიდასთან და ფურცლებს აშრიალებს მოსახლეობის სახელით. მაგრამ ბიუროკრატების უმეტესობა გაცილებით აქტიურ ცხოვრებას ეწევა. ისინი არიან პოლიციის ოფიცრები, მასწავლებლები, მეხანძრეები, მეცნიერები და ასტრონავტები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანის სამუშაოს აღწერილობა ემთხვევა ზევით ნახსენებ სურათს და ნამდვილად სამუშაო მაგიდასთან ზის მთელი დღის განმავლობაში, ისინიც ბიუროკრატთა ფენის ისეთივე წარმომადგენლები არიან, როგორებიც სხვა კატეგორის მოხელეები, მაგალითად, ნაგვის შემგროვებლები და ქუჩის სარემონტო სამუშაობით დაკავებულნი. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: