დიქტატურა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Dictatorship

ერთი პირის შეუზღუდველი მმართველობა. ძველ რომში დიქტატორებს ექვსი თვის ვადით ირჩევდნენ ქვეყნისათვის განსაკუთრებული საფრთხის ჟამს. ამასთან, ძველი რომის დიქტატორები თავიანთ მოქმედებებში ექვემდებარებოდნენ კანონს და ანგარიშვალდებულებისაგანაც არ იყვნენ თავისუფალნი. უფრო გვიან, ჯერ სულას და შემდეგ კი უკვე იმპერატორების მმართველობის ხანაში, დ-მ მიიღო დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობა, როგორიც მას დღეს აქვს: მმართველობის ისეთი წესი, რომელიც არ იზღუდება არც კონსტიტუციით ან სხვა კანონებით და არც რაიმე პოლიტიკური თუ სოციალური ფაქტორებით. დიქტატორული მმართველობა დამახასიათებელი იყო XX ს-ის თითქმის ყველა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმისათვის. შესაბამისად, თეორიულ ლიტერატურაში დიქტატორების რანგში შეიძლება მოხსენიებულნი იყვნენ მუსოლინი, სტალინი, ფრანკო, ჰიტლერი. თანამედროვე პერიოდში დ-დ მოიხსენიება სადამ ჰუსეინის რეჟიმი ერაყში ან კადაფის რეჟიმი ლიბიაში და სხვ. დ-ის აუცილებლობის თეორიულ გამართლებას ვპოულობთ მარქსთან. „გოთას პროგრამის კრიტიკაში“ (1848) მარქსი პირველად ალაპარაკდა განსაკუთრებული ტიპის, პროლეტარიატის დ-ზე. ეს, მარქსის აზრით, კაპიტალიზმიდან კომუნისტურ საზოგადოებაზე გადასვლის პერიოდი, რომლის დროსაც სახელმწიფო არსებობს პროლეტარიატის დ-ის სახით.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: