ძალაუფლება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Power

ძალაუფლების საკითხები  განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა მეორე ტალღის ფემინისტურ თეორიებში, თუმცა დასაწყისში იგი უფრო სოციალისტი და მარქსისტი ფემინისტებისთვის იყო მთავარი, ვიდრე ლიბერალური ფემინიზმისთვის. ძალაუფლება ამ დებატებში შეიძლება აღნიშნავდეს კონკრეტული აქტების განხორციელების ძალაუფლებას და რეალიზების შესაძლებლობის ქონას, ან ძალაუფლების ქონას, რომელიც აბრკოლებს შესაძლებლობებს, მოსალოდნელობებს, აქტიურობას. ეს ტერმინი მთავარია ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ ფემინისტურ ძალისხმევაშიც.

ლიბერალი ფემინისტებისთვის ძალაუფლება უფრო ხშირად ვინმეს კუთვნილებაა, ის, რასაც სხვა ფლობს. ეს ფიგურირებს ისეთ განცხადებებში, როგორიცაა, მაგალითად, მტკიცება, რომ (ზოგიერთ) მამაკაცს აქვს ძალაუფლება, ზოგადად ქალებს კი ნაკლებად ან საერთოდ არ აქვთ ის, რომ საჯარო სივრცეში ძალაუფლება მთავრობის, ფუნქციონერების ან მულტინაციონალური კორპორაციების მხარეს დგას; ეს შეხედულება იკვეთება „ზემოდან ქვემოთ“ აწყობილი სუვერენული ძალაუფლების მოდელებშიც. ლიბერალები ხაზს უსვამენ ინდივიდუალურ სიტუაციებსა და ავტონომიურ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს და ხშირად მოუწოდებენ ქალებს, მოითხოვონ ძალაუფლება, დაეუფლონ და განავითარონ კერძო გზები, რომლითაც უგულებელყოფენ ან წინააღმდეგობას გაუწევენ იმ პატრიარქალურ ძალაუფლებას, რომელიც გზას უღობავს მათ მამაკაცთა თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობებისკენ; იმუშაონ იმისთვის, რომ მამაკაცთა თანასწორად მიიღონ მონაწილეობა მართვაში და საჯარო ინსტიტუტებში.

ამის საპირისპიროდ, ბევრი მარქსისტი და სოციალისტი ფემინისტისთვის ძალაუფლება სისტემურია, ფესვგადგმულია ეკონომიკურ გარემოებებში, სოციალური დომინაციიისა და სუბორიდინაციის უფრო ფართო სტრუქტურებში. ამგვარ ანალიზში ძალაუფლებას იშვიათად შეიძლება დაუპირისპირდეს ინდივიდუალური წინააღმდეგობა იმ სოციალური სტრუქტურის ფარგლებში, რომელიც საფუძველშივე უპირობოდ მიიღება. წინააღმდეგობა ყველაზე ეფექტურია კოლექტიურად, კოალიციების მხრიდან, რომელთაც მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული სოციალური ტრანსფორმაციიის გეგმები. ისინი ეჭვქვეშ აყენებენ და აკრიტიკებენ მიუღებელ სოციალურ წესრიგს, რომელიც ძალაუფლებისა და პრივილეგიების არსებულ განაწილებას წარმოადგენს, როგორც „ბუნებრივს“, ქალების ან შავკანიანების, ან მუშათა კლასის  არასრულფასოვანი ბუნების შედეგს.

ფემინისტები ნაყოფიერად იყენებენ ძალაუფლების მიშელ ფუკოსეულ გაგებას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ძალაუფლება სოციალურ წესრიგს გამსჭვალავს იმგვარად, როგორც კაპილარები გამსჭვალავენ ადამიანის სხეულს. ამ შემთხვევაში ძალაუფლება არის არა ცალკეული აგენტებისა და აქტორების საკუთრება, არამედ უთვალავ პრაქტიკაში გამოვლინდება; ძალაუფლების სამყოფელი აღმოჩნდება ზედამხედველობის, რეგულაციისა და კლასიფიკაციის ლოკალიზებული დისციპლინარული მექანიზმები.  ფუკოსთვის ძალაუფლება მხოლოდ ნეგატიური და რეპრესიული არ არის: ის ამავდროულად  დისკურსის, სიამოვნების, მნიშვნელობისა და სუბვერსიული წინააღმდეგობის წყაროა. ასეთი ანალიზი სასარგებლოა ქალის სხეულის სექსუალური კონტროლის გასაგებად, რომელიც თითქოს არსაიდან მოდის, მაგრამ ყველგან იგრძნობა და დადგენილია. თუმცა ზოგიერთი ფემინისტი ფუკოს აკრიტიკებს ძალაუფლების იმ მაკროსტრუქტურებიდან ყურადღების გადატანისთვის, რომელთა ზემოქმედებაც ქალების ცხოვრებაზე ეჭვგარეშია (მაგალითად, შრომის გლობალური პატერნები); აგრეთვე, იმის გამო, რომ ის ვერ გვთავაზობს ინდივიდუალური ქმედების სიცოცხლისუნარიან კონცეფციას იმ დროს, როდესაც ქალები და სხვა ჩაგრული ჯგუფები ისევ და ისევ აყენებენ ქმედითი სუბიექტურობისა და აგენტობის პრეტენზიებს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code, L. (Ed) (2000) Encyclopedia of Feminist Theories, Routledge.

კატეგორია: 
ავტორები: