ტრადიცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Tradition

ტერმინი აღნიშნავს იმ იდეებს, პოლიტიკურ პრაქტიკასა და ინსტიტუტებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლეს და საზოგადოებას წინა ეპოქებიდან გადმოეცა მემკვიდრეობით. ამასთან იოლი არ არის გავარკვიოთ, თუ რამდენად გამძლე უნდა იყოს ესა თუ ის მოვლენა საიმისოდ, რომ იგი ტ-დ ჩაითვალოს. ტ., ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, აღნიშნავს განგრძობითობას, მემკვიდრეობითობას თაობებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულსა და თანამედროვეს შორის საზღვრების მონიშვნა ყოველთვის იოლი არ არის, პროგრესსა და რეაქციასთან შეპირისპირებით ტრადიცია სავსებით გამოკვეთილ სახეს იღებს. კერძოდ, თუ პროგრესი წინსვლას წარსულზე დაშენებას ნიშნავს, ხოლო რეაქცია საათის ისრების უკან დაბრუნებას, ტ., უპირველეს ყოვლისა, წარსულის შენარჩუნებას ან განგრძნობას მოითხოვს. სოციოლოგიური თვალსაზრისით, ტ-ები სოციალური ან კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებია, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა და სოციალურ ჯგუფში ხანგრძლივად შენარჩუნდება. ტრადიციის სახით გვევლინება გარკვეული საზოგადოებრივი დანაწესები, ნორმები და ქცევის წესები, დამოკიდებულებები კონკრეტული მორალური და ზნეობრივი ღირებულებებისადმი, ადათები და წეს-ჩვეულებები. ტ-ები განსხვავდება შინაარსით (იდეები, ნორმები და ა.შ.), ფუნქციებით (ტრადიციის არსი - ადათები და მათი ფორმა - წეს-ჩვეულებები ან რიტუალები), ყოფაში არსებობის ხასიათით (ზეპირი და წერილობითი ტ-ები), შეფასებითი თვალსაზრისით (დადებითი, ნეიტრალური და უარყოფითი), სოციალურ-ისტორიული პლანით (ხალხური და ელიტური) და სხვ. ტ. კულტურის მეტ-ნაკლებად მყარი სტერეოტიპული ნაწილია და ამ აზრით უპირისპირდება სიახლეებს (ინოვაციებს). მაგრამ ეს დაპირისპირება შედარებითია. არსებობს ტ-ისა და ნოვაციის ურთიერთქმედების 4 სტადია: ა) დაპირისპირება; ბ) თანაარსებობა; გ) პალიაცია (ურთიერთშერევა და კომპრომისული ფორმის წარმოქმნა); დ) ინოვაციის გადაქცევა ტ-ად. ამიტომ ტ-ის სიმყარეც შედარებითია, თუმცა, სწორედ ტ-ები განაპირობებს კულტურის მემკვიდრეობითობას და მისი მეტ-ნაკლებად სტაბილური ნაწილია. ეთნოლოგიასა და კულტუროლოგიაში ასე თუ ისე ერთიანი აზრი ტრადიციის როლზე სხვადასხვა ეპოქაში არ არსებობს. მიიჩნევენ, რომ ისტორიულ პროცესში ტრადიციის ნორმატიული როლი თანდათან მცირდება და მეტი ადგილი რჩება ინდივიდის ან ჯგუფის საკუთარ არჩევანს (მაგალითად, ეტიკეტისადმი დამოკიდებულება, რომლის დარღვევაც დიდხანს ისჯებოდა, მერე კი უბრალოდ გაკიცხვის საგანი გახდა).

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: