განსხვავების ფემინიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Difference Feminism

განსხვავების ფემინიზმის ამოსავალი თეზისია, რომ, მიუხედავად ქალებისა და კაცების თანასწორი მორალური სტატუსისა, ქალებსა და კაცებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს, რომელთა უგულებელყოფაც არ უნდა მოხდეს სქესთა თანასწორობისკენ სწრაფვაში. განსხვავების ფემინიზმი ერთ კოჰერენტულ თვალსაზრისს არ წარმოადგენს; ეს ტერმინი მოიცავს მრავალ სხვადასხვა პოზიციას, რომელთაც ერთმანეთთან მნიშვნელოვანი უთანხმოებაც შეიძლება ჰქონდეთ. ეს ტერმინი ჩამოყალიბდა მეორე ტალღის ფემინიზმში განვითარებულ დებატებში, რომლებიც ცნობილია, როგორც „თანასწორობისა და განსხვავების დაპირისპირება“. განსხვავების თვალსაზრისის მომხრეები აკრიტიკებდნენ თანასწორობის თვალსაზრისს, როგორც გენდერულად ბრმას და ნეიტრალურს, რომლის წარმმართველი თანასწორობის იდეალიც სინამდვილეში მამაკაცურ ნორმებსა და სტანდარტებზეა დაფუძნებული და მათ განამტკიცებს, ქალების სპეციფიკურ საჭიროებებს, მათ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ თავისებურებებს კი უგულებელყოფს. განსხვავების ფემინისტებს, თავის მხრივ, აკრიტიკებენ ესენციალიზმის, ქალის უნივერსალური და აუცილებლად ექსკლუზიური კატეგორიით ოპერირებისა და სქესობრივი განსხვავებების ბინარული მოდელის უკრიტიკოდ მიღების გამო. განსხვავების ფემინიზმი აუცილებლად ესენციალისტური არ არის, თუმცა მეორე ტალღის ფარგლებში განსხვავების თვალსაზრისის დამცველი ბევრი ფემინისტი მართლაც იცავდა სქესთა შორის განსხვავებების შესახებ აშკარად ესენციალისტურ თვალსაზრისს.

აგრეთვე იხილეთ: თანასწორობა და განსხვავება, თანასწორობა, განსხვავება, გენდერის მიმართ სიბრმავე, კულტურ-ფემინიზმი, ლიბერალური ფემინიზმი, იდენტობის პოლიტიკა, ესენციალიზმი

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code L. (2000). Encyclopedia of Feminist Theories, Routlege.

კატეგორია: 
ავტორები: