იდენტობის პოლიტიკა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Identity Politics

ტერმინი „იდენტობის პოლიტიკა“ პირველად გამოიყენეს  1979 წელს და იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების აქტივიზმს აღნიშნავდა. მოგვიანებით, ეს ტერმინი სხვადასხვა სტატუსის ნიშნით გაერთიანებული და პოლიტიკასთან, კულტურასა და იდენტობასთან დაკავშირებული მოძრაობების დასახასიათებლადაც გამოიყენებოდა. თუმცა როგორც ფრეიზერი (1997) შენიშნავს, ზოგიერთ კონტექსტში „იდენტობის პოლიტიკას“ ნეგატიური, დამამცირებელი დატვირთვა აქვს. იდენტობის პოლიტიკა დაკავშირებულია აღიარების პოლიტიკასთან, რაც გულისხმობს მოთხოვნას, რომ შევიწროებული ჯგუფები აღიარებულ იქნეს მათი განსხვავებების გამო.

მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში ფართოდ გავრცელებული ახალი სოციალური მოძრაობები (ქალთა მოძრაობა, სამოქალაქო უფლებების მოძრაობა, პაციფისტური მოძრაობა), მათი წინამორბედი სოციალური მოძრაობებისგან განსხვავებით, ყურადღებას უფრო მეტად კულტურასა და იდენტობაზე ამახვილებდა, ვიდრე კლასობრივ უთანსასწორობაზე. იდენტობის სოციალური აგების, გამოხატვისა და განმტიკიცების პროცესი ახალი სოციალური მოძრაობების ყურადღების ცენტრში მოექცა. იდენტობის პოლიტიკამ მოახერხა მანამდე აპოლიტიკური სფეროების  (სექსუალობა, პირადი ურთიერთობები და ცხოვრების წესი) პოლიტიზება. იდენტობის პოლიტიკა მიზნად ისახავს პოლიტიკურ პროცესებზე სოციალური იდენტობების გავლენის სათანადოდ შეფასებასა და გათვალისწინებას.

იდენტობის პოლიტიკის ზოგიერთი თეორეტიკოსი აღიარებს, რომ ჯგუფებს შორის არსებული კულტურული განსხვავებები სოციალურად აგებულია. ეს განსხვავებები საერთო ისტორიული ჩაგვრის შედეგია. კაუფმანი (1990) განასხვავებს იდენტობის პოლიტიკის ორი სახის მოთხოვნებს: (1) სტრუქტურული ცვლილებებისა და (2) ადამიანების თვითგამოხატვისა და თვითგამორკვევის. ეს უკანასკნელი, კაუფმანის აზრით, არ არის ისეთივე აქტუალური და მნიშვნელოვანი, როგორც ინსტიტუციური და სტრუქტურული ცვლილებების მოთხოვნა. თუმცა, ბევრი ამ მოთხოვნებს ერთმანეთისგან არ განასხვავებს და ორივეს განურჩევლად „კულტურის პოლიტიკას“ უწოდებს.

ზოგადად, იდენტობის პოლიტიკა ნიშნავს, რომ ადამიანის იდენტობა განსაზღვრავს მის პოლიტიკას. ის, ასევე, აღნიშნავს იდენტობის ნიშნით გაერთიანებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. მაგალითად, 70-იან წლებში კომბაჰი რივერ კოლექტივი (Combahee River Collective) დაფუძნდა იმ მიზნით, რომ დაეცვათ შავკანიან ქალთა ინტერესები. ჯგუფის წევრების აზრით, მხოლოდ შავკანიან ფემინისტებს შეუძლიათ შავკანიანი ქალების განმათავისუფლებელი ბრძოლის იდეალების ერთგულება. ამგვარად, ისინი თვლიან, რომ თუ არ ხარ ამა თუ იმ შევიწროებული ჯგუფის წევრთა იდენტობისა და გამოცდილების მოზიარე, ძნელია გაიგო, რას ნიშნავს ამ იდენტობის ნიშნით ჩაგვრა.

ფემინისტურ თეორიებში ან ფემინისტურ პოლიტიკაში არ ვხვდებით იდენტობის პოლიტიკისადმი ცალსახა მხარდაჭერას. ვენდი ბრაუნი (1995)  ამტკიცებს, რომ იდენტობის ნიშნით გაერთიანებული ჯგუფების საფუძველია მარგინალიზაცია. მისი აზრით, მარგინალიზებული იდენტობების უფლებების დაცვა ხელს უწყობს დომინანტური ჯგუფებისა და სახელმწიფოს, როგორც ერთადერთი „მფარველის“, ლეგიტიმაციას. ბრაუნის აზრით, იდენტობის პოლიტიკა არ არის მიმართული გათავისუფლებისა და ემანსიპაციისკენ, მას ამოძრავებს შურისძიება და დამნაშავის დასჯის სურვილი. იდენტობის პოლიტიკის კრიტიკა შეიძლება დავყოთ ორ ტიპად:

  1. მემარცხენეები თვლიან, რომ განსხვავებაზე ყურადღების გადატანით იდენტობის პოლიტიკა ხელს უშლის ერთიანი პროგრესული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას.
  2. საკუთრივ იდენტობის ცნება და ერთი იდენტობის ნიშნით გაერთიანება საკამათოა, რადგან არ არსებობს ერთგვაროვანი იდენტობა. იდენტობა ბუნდოვანი ცნებაა და, ამიტომ, ის მეტისმეტად შეზღუდული საფუძველია პოლიტიკისთვის. ამ მიმართულების კრიტიკოსების აზრით, იდენტობის პოლიტიკამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს (ა) მსხვერპლის კატეგორიაში ჩაკეტვას, გათავისუფლების ნაცვლად და (ბ) დომინანტური წესრიგის პირობებში შექმნილი იდენტობების განმტკიცებას. თავისუფლება გულისხმობს იდენტობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Bernstein, M. (2005). Identity Politics, Annual Review of Sociology (31).

Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York:   Routledge.

კატეგორია: 
ავტორები: