ესენციალიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Essentialism

ბიოლოგიური ესენციალიზმი არის თვალსაზრისი, რომ ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფებს მსგავსი მახასიათებლები იმიტომ აქვთ, რომ ეს მახასიათებლები ბიოლოგიური ფაქტორებით არის განპირობებული. იგი რასის, სქესის, გენდერისა და სექსუალობის კატეგორიებს წარმოაჩენს, როგორც „ბუნებრივს“, „ობიექტურსა“ და „აპოლიტიკურს“. ესენციალიზმის მიხედვით, ამ კატეგორიების მახასიათებლები (რომლებიც ხშირად სტერეოტიპულია) თანდაყოლილია და არა შეძენილი. მაგალითად, გავრცელებული აზრია, რომ ქალის ფემინურობას, ისევე, როგორც კაცის მასკულინურობას, განსაზღვრავს ბიოლოგიურად თანდაყოლილი მახასიათებლები და არა აღზრდა და ქცევის დასწავლილი წესები. ესენციალიზმის საპირისპირო თეორიაა სოციალური კონსტრუქტივიზმი, რომელიც ამტკიცებს, რომ გენდერის, რასის, სქესის, სექსუალობის კატეგორიები დისკურსისა და ისტორიულად და კულტურულად სპეციფიკური პრაქტიკების შედეგად ყალიბდება. თუკი სოციალური კონსტრუქტივიზმისთვის ქალობა და მამაკაცობა სოციალურად დასწავლილი როლებია, გენდერული ესენციალიზმისთვის ისინი ბიოლოგიურად არის განპირობებული. მაგალითად, ესენციალიზმის მიხედვით, თუკი ქალები უფრო მზრუნველები და ნაზები არიან მამაკაცებთან შედარებით, ეს განპირობებულია იმ მოცემულობით, რომ ისინი ბავშვის გასაჩენად და მათზე ზრუნვისთვის არიან შექმნილი, ხოლო მამაკაცები ბუნებრივად უფრო აგრესიულები და მებრძოლები არიან ტესტოსტერონის გამო და არა იმიტომ, რომ გოგონებსა და ბიჭებს სხვადასხვანაირად ზრდიან და სხვადასხვა ქცევისა და ემოციის გამოხატვის ნორმებს უწესებენ. ესენციალზმი გენდერზე დომინანტური შეხედულებებისა და იდეოლოგიის ნორმალიზებას აკეთებს. ამასთან, ესენციალიზმს ხშირად განსხვავებები ბინარულ ოპოზიციებამდე დაჰყავს და არ ცნობს მრავალფეროვნების სპექტრს; ის ცვლილების ან განვითარების შესაძლებლობასაც გამორიცხავს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Malti-Duglas, F. (Ed.), (2007). Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale. 

კატეგორია: 
ავტორები: