თამარ ცხადაძე

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).

თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტზე (1996 წ. - დიპლომი, 1996-1998 წწ . - ასპირანტურა, 2006 წ. - საკანდიდატო დისერტაცია ფილოსოფიის ისტორიაში). 2003, 2004 და 2005 წლებში მიწვეული მკვლევრის სტატუსით მუშაობდა აპალაჩის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (2003) და სტენფორდის უნივერსიტეტში (2004, 2005), 2010-2011 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გენდერის კვლევის სადოქტორო პროგრამაზე. 2000 წლიდან ასწავლის ფილოსოფიურ დისციპლინებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2001-2012 წლებში მუშაობდა თსუ-ში სხვადასხვა აკადემიურ თანამდებობაზე (მასწავლებელი, ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი); 2012 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

კვლევს მეცნიერების ფილოსოფიის, ენის ფილოსოფიის, ფემინისტური ფილოსოფიის პრობლემებს. მუშაობს ფილოსოფიისა და გენდერის კვლევის კლასიკური ტექსტების ქართულენაზე თარგმნაზე. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და რამდენიმე სამეცნიერო კრებულის (ცნობიერების ფილოსოფია. ქრესტომათია (2013), შემეცნება და ზნეობა. ფილოსოფიური წერილები (2012), აუცილებლობის ასპექტები: აპრიორულობა, იგივეობა, წინააღმდეგობა (2009)) რედაქტორი. ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს მილის, უოლსტონკრაფტის, ფრეგეს, კუნის, ქუაინის, დევიდსონის, კრიპკეს, ბატლერის და მრავალი სხვა ავტორის შრომები.