თანასწორობა და განსხვავება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Equality and Difference

ქალებისა და კაცების თანასწორობა ფემინისტთა გაცხადებული მიზანია. ის ხშირად  ფემინიზმის ერთ-ერთ საფუძვლად მდებარე პრინციპად ითვლება. თანასწორობის ყველაზე გავრცელებული გაგება გულისხმობს, რომ ქალებისა და კაცების ძირითადი შესაძლებლობები თანაბარია და ორივე სქესს თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, მათი საქმიანობა ერთნაირი ღირებულებისა უნდა იყოს. მიუხედავად ამ აღიარებისა, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ფემინისტების ნაწილი ხშირად მიუთითებდა ქალსა და კაცს შორის განსხვავებაზე. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქალებს სპეციფიკური უნარები თუ მახასიათებლები აქვთ და მათ ისეთივე სოციალური ღირებულება უნდა მიენიჭოთ, როგორიც კაცებთან ასოცირებულ უნარებსა და მახასიათებლებს.

თანასწორობისა და განსხვავების ეს ორი პერსპექტივა თითქოს წინააღმდეგობრივია. ფემინისტთა დიდი ნაწილისთვის სწორედ განსხვავების ხაზგასმა და ფემინურობის უნიკალურობის გამოკვეთაა ქალებისთვის „თავიანთი (და მეორადი) ადგილის“ მიჩენის მიზეზი.

მეორე ტალღის ფემინიზში „თანასწორობისა და განსხვავების“ შესახებ დებატები ფემინისტთა დაპირისპირების მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა, განსაკუთრებით, სამართლებრივ თანასწორობასთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია. კანონის წინაშე თანასწორობის იდეა პრობლემურად ითვლება, რადგან ის მამაკაცურ ნორმას განამტკიცებს და მასზეა დაფუძნებული. მოჩვენებითი გენდერული ნეიტრალურობა სინამდვილეში კაცებს ანიჭებს უპირატესობას, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მამაკაცის პერსპექტივითაა შექმნილი, მასზეა მორგებული და იდეალად მამაკაცურ სტანდარტს აწესებს სქესთა შორის არსებული განსხვავებების გათვალისწინების გარეშე, მაგალითად, ისეთ სფეროში, როგორიცაა რეპროდუქცია. ფემინისტთა ნაწილი ეჭვქვეშ აყენებდა თანასწორობის იდეალს და სვამდა კითხვას: „თანასწორობა ვისთან?“ სწორედ ამ დროს დადგა ეჭვქვეშ ანდროგინიის ფემინისტური იდეალიც, რომელიც სქესთა შორის განსხვავებების უგულებელყოფას ცდილობს და ქალს მამაკაცური სტანდარტის მიღებას აიძულებს. გარდა ამისა, თანასწორობის დისკურსი ქალთა და მამაკაცთა ჰომოგენურ ჯგუფად წარმოდგენას უწყობს ხელს.

1970-იანები წლებიდან სულ უფრო და უფრო გამოიკვეთა განსხვავების მიმართ ფემინისტთა ინტერესი. განსხვავების მიმართ ფემინისტურ მიდგომათა შორის რამდენიმე სკოლის გამოყოფაა შესაძლებელი: მატერნალისტებისთვის (ნენსი ჩოდოროუ და ქეროლ გილიანი) განსხვავება უფრო მორალურია. მათთვის ქალების მზრუნველი როლი ქალის განსხვავებულ მორალს აყალიბებს. ამ მიდგომასთან არის დაკავშირებული ტერმინი „ზრუნვის ეთიკა“. დიფერანსის პოსტსტრუქტურალისტი და ფსიქოანალიტიკისი თეორეტიკოსები (ლუსი ირიგარეი და ხულია კრისტევა) ამტკიცებენ, რომ ფემინურობის რეპრეზენტაცია შეუძლებელია და თანასწორობის იდეას მასკულინური სტანდარტების გამყარებასა და ფემინურობის სუბორდინაციაში ადანაშაულებენ. პოსტსტრუქტურალისტური ფემინიზმი, ქალების საერთო იდენტობის საპირისპიროდ, ქალებს შორის განსხვავებაზე ამახვილებს ყურადღებას და ასე ცდილობს მამაკაცური ნორმის დეკონსტრუქციას. განსხვავების ასეთი გაგება ყურადღებას მიაპყრობს ძალაუფლებრივ განსხვავებებს იდენტობათა შრეებს შორის, როგორიცაა რასა, ეთნიკურობა, კულტურა, კლასი, სექსუალური ორიენტაცია, ასაკი თუ ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობა.

თანასწორობა/განსხვავების ბინარული ოპოზიცია უფრო გვიანდელ ფემინისტურ ნაშრომებში ვიწრო და შემზღუდველ ჩარჩოდ ითვლება და მისი დეკონსტრუქციისკენ მიმართული მრავალი ნაშრომი არსებობს. მიუხედავად ამისა, ფემინიზმში თანასწორი უფლებების მიღწევისა და განსხვავების შესახებ საუბარი დღემდე მნიშვნელოვანია ფემინისტურ თეორისა და პრაქტიკაში.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routlege: 2000.

კატეგორია: 
ავტორები: