ცნობიერება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Consciousness

მოცემულ მომენტში შინაგანი ან გარეგანი მოვლენების შესახებ ცოდნის სუბიექტური მდგომარეობა; ცნობიერად ცოდნა რაღაცის შემეცნებას გულისხმობს. ცნობიერებას ყოველთვის აქვს შინაარსი, რაც შეიძლება იყოს აღქმული ობიექტები და მოვლენები, გახსენებული მოგონებები, სიტყვებად ან მენტალურ ხატებად მოცემული აზრები, სხეულის შეგრძნებები, ემოციური განცდები და სურვილები, ან საკუთარი მოქმედებები.

ცხადია, ცნობიერების შინაარსი ვიზუალური მეტაფორაა, რადგან ცნობიერება ერთგვარი ჭურჭელია, რომელსაც შეზღუდული მოცულობა აქვს, მაგრამ მრავალფეროვანი შიგთავსი შეიძლება, ჰქონდეს. ყოველდღიურ მეტყველებაში ხშირად ამ ტერმინს ღვიძილის მდგომარეობის აღსანიშნად და იმ მდგომარეობის საჩვენებლად, რომელიც ძილის ან კომის საპირისპიროა.

ადრეულ ფსიქოლოგიურ კვლევათა ნაწილი ცნობიერების შინაარსებს ეძღვნებოდა. XIX საუკუნის დასაწყისში თანდათანობით დაშორდა რა ფსიქოლოგია ფილოსოფიას, ის ჩამოყალიბდა, როგორც ცნობიერების, გონების შესახებ მეცნიერება. ვუნდტი და ტიტჩენერი ინტროსპექციის მეთოდს იყენებდნენ ცნობიერი ფსიქიკის შინაარსების საკვლევად, უილიამ ჯემსი კი საკუთარი ცნობიერების ნაკადის კვლევით იყო დაკავებული (იხ. ფუნქციონალიზმი). ფაქტობრივად,ჯემსი ფსიქოლოგიას განმარტავს, როგორც „მეცნიერებას ცნობიერების, როგორც ასეთის, მდგომარეობების აღწერისა და ახსნის შესახებ.“ ჩვეულებრივი ფხიზელი ცნობიერება მოიცავს ჩვენს აღქმებს, აზრებს, გრძნობებს, წარმოდგენებსა და სურვილებს მოცემულ მომენტში, ანუ მთელ მენტალურ აქტივობას, რაზეც ვახდენთ ყურადღების კონცენტრაციას. ჩვენ ვაცნობიერებთ თავად მოქმედებას, რომელსაც ვახორციელებთ და იმ ფაქტსაც, რომ ვახორციელებთ ამ ქმედებას. ხანდახან იმასაც ვაცნობიერებთ, რომ სხვები აკვირდებიან, აფასებენ და რეაგირებენ ჩვენ მიერ განხორციელებულ ქცევებზე. საკუთარი თავის შეგრძნება მოდის გამოცდილებიდან, რომელსაც პრივილეგირებული „შინაგანი“ პოზიციიდან საკუთარ თავზე დაკვირვებით ვიღებთ. ეს სხვადასხვაგვარი გონებრივი აქტივობები, ერთად აღებული, ქმნიან ცნობიერების შინაარსს. ყველა ამ გამოცდილებას ცნობიერად აღვიქვამთ დროის გარკვეულ მომენტში.

ამრიგად, განისაზღვრება ცნობიერების სამი სხვადასხვა დონე: (1) ბაზისური დონე ანუ  შინაგანი და გარეგანი სამყაროს ცნობიერება; (2) მეორე დონე ანუ იმის ასახვა, გააზრება, რასაც ვაცნობიერებთ და (3) უმაღლესი დონე საკუთარი თავის, როგორც ცნობიერი, მოაზროვნე ინდივიდის, გაცნობიერება. ბაზისურ დონეზე ცნობიერება წარმოადგენს იმის გაცნობიერებას, რომ ჩვენ აღვიქვამთ და ვრეაგირებთ ხელმისაწვდომ პერცეპტულ ინფორმაციაზე. ამ დონეზე ვაცნობიერებთ საათის წიკწიკს და შიმშილის ოდნავ შესამჩნევ შეგრძნებას. მეორე დონეზე ცნობიერება სიმბოლურ ცოდნას ეყრდნობა, რომელიც გვათავისუფლებს რეალურ ობიექტებსა და მიმდინარე მოვლენებზე მიჯაჭვულობისგან. ამ დონეზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და მოვახდინოთ მანიპულირება ობიექტებით მათი არყოფნის პირობებში, წარმოვისახოთ ახალი ფორმები და გამოვიყენოთ უკვე ნაცნობი ფორმები ან პატერნები, დავგეგმოთ/შევქმნათ უტოპიები. ცნობიერების უმაღლესი დონეა თვითცნობიერება, შემეცნება (გაცნობიერება)იმისა, რომ პიროვნულად განცდილ მოვლენებსავტობიოგრაფიული ხასიათი აქვს.

ცნობიერების შინაარსების კვლევა

ცნობიერების შესწავლის მიზნით შეიმუშავეს მეთოდოლოგია, რომლითაც შესაძლებელი ხდება ღრმა პირადული გამოცდილების გაზომვა. დღეისათვის, ძირითადად, გამოიყენება ორი მეთოდი: ხმამაღლა ფიქრის ოქმები და გამოცდილებიდან ნიმუშის შერჩევა.

  • ხმამაღლა ფიქრის ოქმები (Think-aloud protocols) ვუნდტისა და ტიტჩენერის ინტროსპექციის მეთოდის ახალი ვერსიაა: ექსპერიმენტის მონაწილეებს ეძლევათ მთელი რიგი დავალებები და ხმამაღლა მსჯელობა და ლაპარაკი მოეთხოვებათ ამ დავალებათა შესრულების პროცესში. ისინი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დეტალურად აღწერენ დავალების შესრულებისას თავში მოსული აზრების თანმიმდევრობას. კვლევის მონაწილეთა ანგარიშები, ე.წ.ხმამაღლა ფიქრის ოქმები, გამოიყენება მენტალური სტრატეგიებისა და ცოდნის რეპრეზენტაციების დოკუმენტირებისათვის, რომელთაც მონაწილეები დავალების შესრულებისას იყენებენ. ეს ოქმები, ასევე დავალების აღქმასა და მასთან გამკლავებას შორის არსებული განსხვავებების დაფიქსირების საშულებას აძლევს მკვლევრებს.
  • გამოცდილებიდან ნიმუშის შერჩევის მეთოდში (Experience-sampling method) კვლევის მონაწილეები აღჭურვილნი არიან მოწყობილობით, რომლითაც იღებენ სიგნალს იმის შესახებ, როდის უნდა დაიწყონ ანგარიშის კეთება თავიანთი აზრებისა და გრძნობების შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთ შემთხვევაში მონაწილეებს ელექტრონულ პეიჯერებს აძლევენ. რადიოგადამცემი სხვადასხვა შემთხვევით შერჩეული დროის შუალედებში ახდენს პეიჯერის აქტივიზაციას დღეში ერთხელ ან უფრო ხშირად. როდესაც მოდის პეიჯერის სიგნალი, ცდის პირებს ევალებათ ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, როგორიცაა, მაგალითად, „რამდენად ახერხებდით კონცენტრირებას?“ ამ გზით მკვლევრები ახერხებენ კვლევის მონაწილეთა აზრების, ცნობიერებისა და ყურადღების კონცენტრირების მიმართულებების ყოველდღიური, ჩვეული პატერნების შესახებ ჩანაწერების მოპოვებას.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. II.

 

კატეგორია: 
ავტორები: