ფუნქციონალიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Functionalism

სწავლება, რომელიც ფოკუსირდება ორგანიზმის გარემოსთან უერთერთქმედების დროს ფსიქიკისა და ქცევის ფუნქციებზე.

ფუნქციონალიზმი, როგორც ფსიქოლოგიური სისტემა XX საუკუნის დასაწყისში ამერიკელ ფსიქოლოგთა ჯგუფმა დააარსა, ჩიკაგოს უნივერსიტეტში. ისინი ფსიქოლოგიას განსაზღვრავდნენ, როგორც მეცნიერებას ფსიქიკური აქტივობების შესახებ, რომლებიც ინდივიდის გარემოსთან ადაპტაციისას ფუნქციონირებენ. ამ მიდგომის ძირითადი ცნებები ფილოსოფოსისა და ფსიქოლოგის უილიამ ჯემსის (1887-1919) და ამერიკელი ფილოსოფოსისა და განმანათლებლის ჯონ დიუის (1855-1952) ნაშრომებიდან იღებს სათავეს.

უილიამ ჯემსი ეთანხმებოდა ტიტჩენერს, რომ ფსიქოლოგიის შეწავლის საგანი ცნობიერება უნდა იყოს, მაგრამ მისთვის ცნობიერება არ დაიყვანებოდა ელემენტებზე, შინაარსებსა და სტრუქტურებზე. ცნობიერება არის ნაკადი, ფსიქიკის თვისება, რომელიც მუდმივ ურთიერთქმედებაში იმყოფება გარემოსთან. ადამიანის ცნობიერება მის გარემოსთან მორგებას აადვილებს. ამდენად, მნიშვნელოვანია ფსიქიკური პროცესების მოქმედებები და ფუნქციები და არა — შინაარსი.

ამასთან, დიუი ამტკივებდა, რომ ელემენტარული ანალიზი, რომელის სტრუქტურალიზმისთვის იყო დამახასიათებელი, გამარტივებული და ხელოვნულია და არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ქცევა მიზანმიმართული, ადაპტური ქმედებაა. ამიტომ მისი ელემენტარულ ნაწილებად დაშლა აბსტრაქციის შექმნას ნიშნავს, რომელიც ნამდვილად არ ასახავს რეალობას. ამის კარგი ანალოგიაა წყლის მოლეკულის მაგალითი. წყლის თვისებების შესასწავლად მისი ელემენტებად — ორ ატომ წყალბადად და ერთ ატომ ჟანგბადად — დაშლა ნამდვილად ვერ გამოგვადგება. ეს არ იქნება ის წყალი, რომელსაც მწყურვალი ადამიანი ხედავს მოშვებულ ონკანში.

მას შემდეგ, რაც ფუნქციონალიზმმა ფსიქოლოგია განსაზღვრა, როგორც მეცნიერება ორგანიზმის გარემოსთან ადაპტაციაზე მიმართული ფსიქიკური აქტივობების შესახებ, ფსიქიკურ აქტივობათა რიცხვში შეიტანეს აღქმა, დასწავლა, მეხსიერება, წარმოსახვა, გრძნობები და ემოციები, აზროვნება და ნებელობა.

ფუნქციონალიზმისთვის ყველა ფსიქიკური აქტივობა ფსიქოფიზიკურია, რაც ორივე სახის — ფსიქიკურ (გონებრივ) და ფიზიკურ — პროცესებს მოიცავს. თუმცა, ფსიქიკური აქტების ამ ორი ასპექტის გამიჯვნის ნებისმიერ მცდელობას მხოლოდ აბსტრაქციამდე მივყავართ, რომელიც დამოუკიდებლად არ არსებობს რეალობაში. ამიტომ ფუნქციონალისტებმა გონება-სხეულის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა ანუ საკითხი იმის შესახებ, როგორ მოქმედებს არაფიზიკური პროცესი ანუ გონება სხეულზე ანუ ფიზიკურ ერთეულზე, ფილოსოფიას დაუთმეს.

ფუნქციონალური ფსიქოლოგიის მეთოდებია: (ა) ინტროსპექცია, რომელიც ფსიქიკური აქტივობის ცნობიერი ასპექტები შესწავლაში გამოიყენება და (ბ) ექსპერიმენტირება, რომელსაც საბუნებისმეტყველო მეცნიერების წარმომადგენლები ანიჭებენ უპირატესობას. პრაქტიკაში ფუნქციონალისტებს დიდად არ გამოუყენებიათ ინტროსპექცია. მის ნადვლად ბუნებრივ დაკვირვებასა და ექსპერიმენტს იყენებდნენ. მათთვის გონებრივი ტესტირება და სოციოლოგებისა და სოციალური ანთროპოლოგების მიერ გამოყენებული მეთოდებიც მისაღები იყო, მათ შორის სოციალური პროდუქტების, ლიტერატურის, ხელოვნების ნიმუშების, გამოგონებებისა და ადამიანის სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესწავლა იმ ფორმით, რა ფორმითაც საზოგადოებაში ვითარდებიან. ფუნქციონალისტების პოზიციიდან,  თუ ადამიანის ქცევის გაგებას ვისახავთ მიზნად, ყველა ეს მეთოდი სასარგებლოა.

ფუნქციონალიზმმა, როგორც კონკერტულ აკადემიურ ინსტიტუტებთან ასოცირებულმა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელმა სკოლამ, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში შეწყვიტა არსებობა. ეს ფსიქოლოგთა ნაწილის მიერ მისი უარყოფის გამო არ მომხდარა. ფუნქციონალიზმის სწრაფად შთანთქა მეინსტრიმულმა ამერიკულმა ფსიქოლოგიამ, რომლისთვისაც სრულიად მისაღები იყო ფართოდ პრაგმატული და უტილიტარისტული ხედვა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. III.

კატეგორია: 
ავტორები: