პროცესი, როდესაც ორგანიზმი ეჩვევა და დამოკიდებული ხდება მოცემულ ნივთიერებაზე მისი ქრონიკულად გამოყენების შედეგად.
ფიზიოლოგიური დამოკიდებულება შეიძლება, განვითარდეს როგორც გარკვეული მედიკამენტების დაბალი დოზის თერაპიული გამოყენების დროსაც, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები, ობიადები, ანტიეპილეპტიკური საშუალებები და ანტიდეპრესანდეტი, ისე — რეკრეაციული ნივთიერებების, როგორიცაა ალკოჰოლი, არასწორი ან ბოროტად გამოყენების შედეგად. რაც მეტია მოხმარებული დოზა, მოხმარების ხანგრძლივობა და დაწყების ასაკი, მით მეტად დამოკიდებული ხდება ადამიანი ამ ნივთიერებებზე ფიზიოლოგიურად და, შესაბამისად, მეტად მძიმეა ნივთიერების მოხმარების შეწყვეტის შემდეგ განვითარებული სიპტომები.
ფიზიოლოგიური დამოკიდებულება შეიძლება გამოვლინდეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმტომებით, რომლებსაც ნივთიერების ხანგრძლივი და ქრონიკული მიღებისადმი ცენტრალური ნერვული სისტემის ადაპტაცია იწვევს. ამ დროს ტვინში მოხვედრილი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ეჯაჭვებიან სინაფსის რეცეპტორებს და გარკვეული რეაქციების ბლოკირებას ან სტიმულირებას ახდენენ. ამით საფუძვლიანად ცვლიან ტვინის საკომუნიკაციო სისტემას, ზემოქმედებენ აღქმაზე, მეხსიერებაზე, გუნება-განწყობილებასა და ქცევაზე. ფიზიოლოგიური დამოკიდებულება ვითარდება ტოლერანტობასთან ერთად, როდესაც ნივთიერების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად იმავე ეფექტის მისაღწევად ინდივიდს უფრო და უფრო მეტი დოზა სჭირდება. ფიზიოლოგიური მიჩვევა, ნაწილობრივ, იმის შედეგია, რომ ნარკოტიკის ხშირი შემცველობით გამოიფიტება ნეიროტრანსმიტერები.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.