სინაფსი

Synapse

ორ ნეირონს შორის არსებული ნაპრალი, რომელიც ნეირონების ერთმანეთთან დაკავშირების ადგილზე მდებარეობს, ვინაიდან ისინი უშუალოდ არ ებმიან და არ ეხებიან ერთმანეთს. სინაფსი ანუ სინაფსური ნაპრალი წარმოიქმნება პრესინაფსურ მემბრანასა (ინფორმაციის გადამცემი ნეირონის ტერმინალურს ბალთასა) და პოსტსინაფსურ მემბრანას (მიმღები ნეირონის დენდრიტის ან სომის ზედაპირს) შორის.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Barlow, D. H., Durand, V. M. (2012). Abnormal Psychology: an integrative approach, 6th ed. Wadsworth Cengage Learning. USA

კატეგორია: 
ავტორები: