ნეირონის უჯრედის სხეული, რომელიც ბირთვსა და ციტოპლაზმას შეიცავს და რომლებიც მის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავენ. სომაში ხდება დენდრიტების სტიმულაციის შედეგად (ან ზოგიერთ შემთხვევაში უშუალოდ სხვა ნეირონიდან) მიღებული ინფორმაციის ინტეგრირება და აქსონისთვის გადაცემა.
სომა ყველა საჭირო ნივთიერებით უზრუნველყოფს ნეირონს. ის წარმოქმნის დენდრიტებისთვის, აქსონებისთვის და სინაფსებისთვის საჭირო ყველა ცილას და ისეთ სპეციალიზირებულ ორგანელებს ანუ მცირე ნაწილაკებს მოიცავს, როგორებიცაა მიტოქონდრიები, გოლჯის კომპლექსი, ენდოპლაზმური ბადე, სეკრეტორული გრანულები, რიბოსომები და პოლისონები. რათა გამოიმუშაოს ნეირონის ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
http://www.epub.org.br/cm/n07/fundamentos/neuron/parts_i.htm ( 1.08.2014)