ნეირონის წაგრძელებული ბოჭკო, რომლის გასწვრივაც ნერვული იმპულსები ვრცელდება სომიდან ცენტრალური ბალთისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ უჯრედები მიკროსკოპული ზომისაა, აქსონი შესაძლებელია საკმაოდ გრძელი იყოს და რამდენიმე სანტიმეტრსაც აღწევდეს. რაც უფრო გრძელია აქსონი, მით სწრაფად გადაიცემა ნერვული იმპულსები. ზოგიერთი აქსონი დაფარულია ლიპიდისა და ცილისგან შემდგარი თეთრი ცხიმისმაგვარი ნივთიერებით - მიელინით, რომელიც იზოლაციის ფუნქციას ასრულებს. მიელინით დაფარული აქსონები ინფორმაციას უფრო სწრაფად გადასცემენ, ვიდრე სხვა აქსონები. ნერვული უჯრედების უმეტესობას მხოლოდ ერთი აქსონი აქვს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Axon. (2000). In The Royal Society Of Medicine Health Encyclopedia.
Axon. (2010). Black’s Medical Dictionary 42nd Edition. London: A&C Black, 2010
Cherry, Kendra. “Structure of a Neuron.” About.com Psychology