ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დეპარტამენტი.
პროფესორ მაია მესტვირიშვილს 2006-2015 წლებში მიღებული აქვს კვლევითი და აკადემიური სტიპენდიები კოლუმბიის (აშშ), ბერკლის (აშშ), ლუვენის (ბელგია), ფრიბურგის (შვეიცარია), ტარტუს (ესტონეთი) და ნიუ-იორკის (CUNY) უნივერსიტეტებში. მისი კვლევის სფეროებია: სოციალური იდენტობები, სტიგმა, მორალური მსჯელობა და რელიგიური ორიენტაციის ტიპები, სელფი და მისი ფუნქციები.