ტერმინალური ბალთა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Terminal Buttons

აქსონის ბოლოში განლაგებული შემსხვილებული, ბოლქვის მაგვარი სტრუქტურა, რომლის საშუალებითაც ნეირონს შეუძლია მიმდებარე ჯირკვლების, კუნთებისა და სხვა ნეირონების სტიმულირება. ტერმინალური ბალთა სინაფსურ ნაპრალში ბოლოვდება.

როგორც წესი, ნეირონები ინფორმაციას მხოლოდ ერთი მიმართულებით გადასცემენ: სომის გავლით აქსონის გასწვრივ ტერმინალური ბალთისკენ. როდესაც ელექტრული სიგნალი გადაეცემა ნეირონს, ის აქსონში ვრცელდება, რომელიც ბოლოსკენ იტოტება და ტერმინალური ბალთებით სრულდება. თითოეულ ასეთ ბალთაში მოთავსებულია ნეიროტრანსმიტერების შემცველი ვეზიკულები, რომლებიც ნეირონიდან მომდინარე სიგნალის ზემოქმედებით იხსნება და გამოთავისუფლებული ქიმიური ნივთიერებები თავისუფლად გადაადგილდებიან მეზობლად არსებული უჯრედებისკენ, აკავებენ ან ააგზნებენ მათ, გამომდინარე მოცემული ნეიროტრანსმიტერის სახეობიდან. 

 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Barlow, D. H., Durand, V. M. (2012). Abnormal Psychology: an integrative approach, 6th ed. Wadsworth Cengage Learning. USA.

კატეგორია: 
ავტორები: